როინ შავაძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში ბრალდებულები, იმჟამინდელი კუდ-ის სამი ყოფილი თანამშრომელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 12-12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

თავდაცვის სამინისტროს სერჟანტის როინ შავაძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში ბრალდებულები, იმჟამინდელი კუდ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მათ 12-12-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.
მსჯავრდადებულებიდან მალხაზ აბულაძეს, რომელიც აჭარის კუდ-ის საგამოძიებო სამსახურის უფროსი იყო, ძებნაში იმყოფება და სასჯელი დაუსწრებლად მიესაჯა.
განაჩენის გამოცხადებას როინ შავაძის მეუღლეც ესწრებოდა.
ციცინო შავაძის განცხადებით, 13 პირი მიეცა პასუხისგებაში, თუმცა, ისინი მხოლოდ „შემსრულებლები“ არიან.
მისი თქმით, დანაშაულის ორგანიზატორები მაშინდელი ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები არიან და ისინიც უნდა დაისაჯონ.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა