ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

როდის შევწყვეტთ ევროპელები დონალდ ტრამპზე აღშფოთებას და როდის დავიწყებთ მის დახმარებას ამ ომის დასრულებაში? - ბორის ჯონსონი

როდის შევწყვეტთ ევროპელები დონალდ ტრამპზე აღშფოთებას და როდის დავიწყებთ მის დახმარებას ამ ომის დასრულებაში? - ბორის ჯონსონი

როდის შევწყვეტთ ევროპელები დონალდ ტრამპზე აღშფოთებას და როდის დავიწყებთ მის დახმარებას ამ ომის დასრულებაში? - წერს გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი X-ზე.
მისი თქმით, უკრაინას არ დაუწყია ომი და ეს იგივე თქვა, რომ თითქოს ამერიკამ დაარტყა იაპონიას პერლ ჰარბორში.
„რა თქმა უნდა, ზელენსკის რეიტინგი არ არის 4%. სინამდვილეში, ის დაახლოებით ისეთივეა, როგორიც ტრამპის.
ტრამპის განცხადებები ისტორიულ სიზუსტეს არ ემსახურება, არამედ ევროპელების გამოფხიზლებას და მოქმედებაში ჩართვას ისახავს მიზნად.
კერძოდ, აშშ ხედავს 300 მილიარდი დოლარის ღირებულების გაყინულ რუსულ აქტივებს – ძირითადად ბელგიაში. ეს არის თანხა, რომელიც შესაძლოა და უნდა გამოიყენებოდეს უკრაინისთვის და აშშ-ს მხარდაჭერის კომპენსაციისთვის.
რატომ უშლის ევროპა ხელს პუტინის თანხების განბლოკვას?
აშშ-ს სჯერა, რომ ბელგია, საფრანგეთი და სხვა ქვეყნები ბლოკავენ. ეს აბსურდია. საჭიროა სწრაფი და სერიოზული მოქმედება“, - წერს ჯონსონი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.