არქივი10 აგვისტო, 2025, 12:37
როდის დაიწყება სკოლებსა და ბაღებში ახალი სასწავლო წელი?

2025-20226 სასწავლო წელი სკოლებში 15 სექტემბერს დაიწყება. ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში განგვიცხადეს.
სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ბაღებში ასევე 15 სექტემბერს დაიწყება.
2025 წელს პირველკლასელთა რეგისტრაციის დროს მოსწავლის ასაკთან დაკავშირებით ცვლილება განისაზღვრა. 15 სექტემბრიდან პირველ კლასში სწავლას შეძლებენ ის მოსწავლეებიც, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.