ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

როდის გაიხსნება არაგვზე ახალი ხიდი?

როდის გაიხსნება არაგვზე ახალი ხიდი?

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აგრძელებს ახალი ხიდის მშენებლობას საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის ავტომაგისტრალის 26-ე კილომეტრზე, არაგვის ძველი ხიდის მიმდებარედ – ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„ამ ეტაპზე დასრულებულია ხიდის 4 ბურჯის მშენებლობა, მეხუთე ბურჯი დასრულების ფაზაშია. პარალელურად, მიმდინარეობს 73-მეტრიანი ლითონის კოჭების მონტაჟი. სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
პროექტის დასრულების შემდეგ ახალი ხიდი არსებითად გააუმჯობესებს მოძრაობის უსაფრთხოებასა და გამტარიანობას ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ საავტომობილო მონაკვეთზე. არსებული ხიდი, რომელიც 1973 წელს აშენდა, ხშირად საჭიროებდა აღდგენით სამუშაოებს, რაც დროებით ზღუდავდა მოძრაობას და დისკომფორტს უქმნიდა მგზავრებს.
ახალი ხიდი არა მხოლოდ სატრანსპორტო უსაფრთხოებას გააძლიერებს, არამედ საქართველოს სატრანზიტო ფუნქციასაც მნიშვნელოვნად გაამყარებს.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, მისი სავარაუდო ღირებულება 20 მილიონი ლარია. ახალი ხიდით სარგებლობას მოსახლეობა 2026 წლიდან შეძლებს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.