ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

როდიდან ვეღარ აიღებს პენსიას პირი ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობით?

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირებს, რომელთაც ჯერ კიდევ არ შეუცვლიათ ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობა, კიდევ ერთი თვის განმავლობაშ, სერვისებზე შეუფერხებელი წვდომა შეუნარჩუნდებათ.
უწყება იუწყება, რომ აღნიშნულ პირებს 1-ელი აგვისტოდან სოციალური დახმარების, პენსიის და სხვა გასაცემელების მიღება შეუძლიათ, მხოლოდ შესაბამისი ბანკის ფილიალებში ვიზიტის გზით, ამავდროულად, შეზღუდული აქვთ ბანკომატების და ტერმინალების გამოყენება, საბანკო გადარიცხვები და სხვა საბანკო ოპერაციები.
ე.წ. ლამინირებულ (ქაღალდის) პირადობის მოწმობებს იურიდიული ძალა დაეკარგა. იმისათვის, რომ მოქალაქეებმა, სერვისებით სარგებლობა უპრობლემოდ შეძლონ, არ შეექმნათ დაბრკოლება პენსიის, თუ სხვა სოციალური გასაცემელის მიღებისას, აუცილებელია, მიმართონ იუსტიციის სახლის ფილიალებს, მობილურ იუსტიციის სახლებს და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს, სადაც უფასოდ შეძლებენ პირადობის მოწმობის შეცვლას”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.