ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

როდიდან აღუდგება უწყვეტი წყალმომარაგება დედაქალაქის კონკრეტულ უბნებს

თბილისის ნაწილს წყალი ისევ გრაფიკით მიეწოდება. უხერხულობა და უდიდესი დისკომფორტი წესით რამდენიმე დღეში მოიხსნება – მას შემდეგ, რაც სოფელ წიწამურთან დაზიანებული წყალსადენი სრულად აღდგება.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ცდილობს რაც შეიძლება მალე მოგვარდეს პრობლემა. სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. აღნიშნული მაგისტრალი სასმელი წყლით ამარაგებს მცხეთას, თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს.
წყალსადენის დაზიანებული მონაკვეთი რთულად მისადგომ რელიეფზე გადის, რის გამოც სამუშაოები რთულდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.