პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

როდესაც შს მინისტრს გისანქცირებენ მაგნიტსკის სიით, ნიშნავს, რომ შენ ხარ ქვეყანა, რომელიც აწამებს – ხიდაშელი

როდესაც შს მინისტრს გისანქცირებენ მაგნიტსკის სიით, ნიშნავს, რომ შენ ხარ ქვეყანა, რომელიც აწამებს – ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ამბობს, რომ აშშ-ის ახალი სანქციები იმის მაჩვენებლია, რომ “ბიძინა ივანიშვილის გარშემო წრე ვიწროვდება.“
როგორც ხიდაშელმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, “გომელაური უბრალოდ შს მინისტრი არ არის, ის არის ამ მთავრობაში ივანიშვილის ყველაზე ახლო ადამიანი.“
მისი დასანქცირება არის საშინელი განაჩენი ქართული სახელმწიფოსთვის, ეს არის განაცხადი იმაზე, რომ ქვეყანაში ადამიანებს აწამებენ. შს მინსიტრის მაგნიტსკის სიაში მოხვედრა არის განსაკუთრებით მძიმე განაჩენი ასეთი ტიპის ხელისუფლებებისთვის. როდესაც შს მინისტრს გისანქცირებენ მაგნიტსკის სიით, ნიშნავს, რომ გავლაშიც აღარ ხარ დემოკრატიასთან, შენ ხარ ქვეყანა, რომელიც აწამებს და წერტილი. ორად-ორი დანაშაული არსებობს დედამიწაზე, წამება და მონობა, რომელიც ყველა საერთაშორისო დოკუმენტით აკრძალულია, გამონაკლისის გარეშე. ეს არის განაჩენი იმ სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, რომლის პრემიერად, პარლამენტის თავმჯდომარედ, მინისტრებად და დეპუტატებად ეს ხალხი თავიანთ თავს ასახელებენ“, – განაცხადა ხიდაშელმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 დეკემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.