“როდესაც ქვეყანას არ ეკონცერტება, არც ჩვენ გვეკონცერტება” – “რეზო და ბავშვები”

ჯგუფი, რეზო და ბავშვები, რომელმაც, რამდენიმე დღის წინ, 6 დეკემბერს, ნაძვის ხის ანთების ღონისძიება დააანონსა, სოციალურ ქსელში, წერს:
საზოგადიებრივი ინტერესიდან გამომდინარე: ნოემბერში ზეპირი შეთანხმება შედგა საახალწლო ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე. (ისევე როგორც წინა წლებში ხდებოდა ხოლმე) შემდეგ შეიცვალა მოვლენები) და როდესაც ქვეყანას არ ეკონცერტება, ცხადია არც ჩვენ გვეკონცერტება.
სამი დღეა არ წყდება ზეწოლა და ბულინგი ჩვენსმიმართ. ლანძღვა. ისმის მუქარები. სხვა და სხვა მოწოდებები. მიმდინარეობს ორკესტრირებული შეტევა ჩვენზე და ჩვენი ოჯახის წევრებზე. ტყუილის გამო. არარსებული კონცერტის გამო. უბრალოდ დაფიქრდით…. გაუმარჯოს საქართველოს და ბოლოს: იმ ბავშვებისთვის, ვიინც, მთელი წელი, საუკეთესოდ იქცეოდა, რომ ახალ წელს დამსახურებული საჩუქარი ნაძვის ხესთან მიეღო – აუცილებლად მიიღებს. მნიშვნელობა არ აქვს ვინ დაუკრავს იმ დროისთვის, იმ კონცერტზე.
რეზო და ბავშვები

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია