როდესაც რუსეთის ფედერაციას დემონსტრაციულად გაჰყავდა მოსახლეობა, სრული შთაბეჭდილება შეიქმნებოდა, რომ ჩვენც ომისთვის ვემზადებით და გაგვყავს მოსახლეობა-ეს ერთ-ერთი მოსაზრება იყო, რომელიც მაშინ გამოითქვა

როდესაც რუსეთის ფედერაციას დემონსტრაციულად გაჰყავდა მოსახლეობა, სრული შთაბეჭდილება შეიქმნებოდა, რომ ჩვენც ომისთვის ვემზადებით და გაგვყავს მოსახლეობა-ეს ერთ-ერთი მოსაზრება იყო, რომელიც მაშინ გამოითქვა
2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს განიხილავენ, „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ ვაშაძემ კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის კითხვას უპასუხა, თუ „რატომ არ გააფრთხილეს მოსახლეობა, რომელიც აღმოჩნდა მახეში?“
რაც შეეხება მოსახლეობის გაფრთხილებას, როგორც გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, ეს მისი პირდაპირი ფუნქცია არ ყოფილა. მანვე აღნიშნა, რომ რამდენჯერმე ეს საკითხი უშიშროების საბჭოზე ახსენა და უთხრეს, რომ ამას მიხედავდნენ.
„ეს ჩემი პირდაპირი ფუნქცია არ იყო. რამდენჯერმე ეს საკითხი უშიშროების საბჭოზე ვახსენე და მითხრეს, რომ ამას მივხედავთო. საქართველო ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ომი არ დაწყებულიყო და მაშინ, როდესაც რუსეთის ფედერაციას დემონსტრაციულად გაჰყავდა მოსახლეობა, სრული შთაბეჭდილება შეიქმნებოდა, რომ ჩვენც ომისთვის ვემზადებით და გაგვყავს მოსახლეობა – ეს ერთ-ერთი მოსაზრება იყო, რომელიც მაშინ გამოითქვა“-აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს