როდესაც პოლიტიკოსს ამბიცია ან სურვილი აქვს, ხელისუფლებას წარმოადგენდეს, ფრთხილად უნდა ვიყოთ შეფასებებში –

აღიარებს თუ არა ერთიანი ჩინეთის პრინციპს პარტია “ლელო” – კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც საჯარო დოკუმენტებით დადასტურდა, რომ თინა ხიდაშელის სამოქალაქო იდეა ტაივანური ფონდიდან ფინანსდება. ეს ფონდი კი, თავის მხრივ, ტაივანის პოლიტიკური ლიდერის მიერ არის დაფინანსებული. სამოქალაქო იდეის საქმიანობაში “ლელოს” წევრი, დავით უსუფაშვილიც მონაწილეობს.
მმართველი გუნდის შეფასებით, “ლელო”, რადიკალური და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით, ცდილობს, ურთიერთობა გააფუჭოს ჩინეთთან, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ განცხადებების გაკეთებამდე ყველა პოლიტიკოსი ფრთხილი უნდა იყოს.
“ეს ძალიან სახიფათო თემებია, პირდაპირ ვამბობ… შეიძლება, რისკის ქვეშ აყენებდეს ჩვენი ქვეყნის მთავარ ინტერესს – მაგალითად, ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას.
როდესაც პოლიტიკოსს ამბიცია აქვს ან სურვილი აქვს, ხელისუფლებას წარმოადგენდეს, ფრთხილად უნდა ვიყოთ შეფასებებში,” – აცხადებს სარჯველაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია შეიძლება ყველაფერში აკრიტიკებდეს ხელისუფლებას, ეს დემოკრატიის წესია, ნორმალურია, მაგრამ ერთი ოპოზიციონერი არ დაუდგა ხელისუფლებას გვერდით იქ, სადაც ომის საფრთხის თავიდან არიდებაზე იყო საუბარი, ეს არის ფაქტი, დანარჩენზე საზოგადოებამ იმსჯელოს

ყველას უნდოდა რადიკალურ ოპოზიციაში, რომ საქართველოს არ მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, რადიკალური ოპოზიცია გამუდმებით საუბროდა იმაზე, რომ ჯერ არ გვეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი, მერე არ გვეკუთვნოდა მოლაპარაკებების გახსნა, ასე გავატარეთ 3 წელი, მარტო ვიბრძოდით ევროინტეგრაციისთვის