ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"როდესაც ეს ვთქვი, გამანადგურეს" - ხავი "ბარსელონას" ქომაგებზე გაბრაზებულია

27 იანვარს, ლა ლიგის 21-ე ტურში "ბარსელონასა" და "ვილიარეალის" (3:5) მატჩის შემდეგ, "ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა ხავი ერნანდესმა განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს დაკავებულ თანამდებობას დატოვებს.
ესპანელი სპეციალისტის თქმით, კატალონიელთა გულშემატკივრები მას ზედმეტად ბევრს აკრიტიკებდნენ.
"როდესაც აქ მოვედი, ვთქვი ის, რასაც ვფიქრობდი. განვაცხადე, რომ გუნდის შენება ახლიდან იწყებოდა, თუმცა ამის გამო გამანადგურეს.
მრჩება შთაბეჭდილება, რომ ლა ლიგა 12-ქულიანი უპირატესობითაც რომ მოვიგო, ჩემს მიღწევებზე არავინ ისაუბრებს", - ციტირებს ხავის სიტყვებს Mundo Deportivo.
შეგახსენებთ, "ბარსელონა" ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 44 ქულით მე-4 ადგილს იკავებს და
პირველადგილოსან "ჟირონას" 11 ქულით ჩამორჩება.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.