როდესაც ევროპელი კოლეგები ხვდებიან ადეიშვილს და მერე გვეუბნებიან, რომ თურმე მოგვჩვენებია, უკაცრავად, მაგრამ არაფერი გვეჩვენება და მკაფიოები ვართ ჩვენს პოზიციაში – ადეიშვილის განხორციელებულ რეფორმებს ეს ქვეყანა აღარ მიიღებს

როდესაც ევროპელი კოლეგები ხვდებიან ადეიშვილს და მერე გვეუბნებიან, რომ თურმე მოგვჩვენებია, უკაცრავად, მაგრამ არაფერი გვეჩვენება და მკაფიოები ვართ ჩვენს პოზიციაში – ადეიშვილის განხორციელებულ რეფორმებს ეს ქვეყანა აღარ მიიღებს
როდესაც უმაღლესი რანგის თანამდებობის პირები, ჩვენი ევროპელი კოლეგები ხვდებიან ადეიშვილს, რა სტატუსითაც არ უნდა იყოს და მერე გვეუბნებიან, რომ თურმე ეს “ფეიკი” ყოფილა და მოგვჩვენებია, უკაცრავად, მაგრამ არც არაფერი გვეჩვენება და ძალიან მკაფიოები ვართ ჩვენს პოზიციაში, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგსა და ევროკომისიაში გამართული შეხვედრების შეფასებისას განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ადეიშვილის მიერ განხორციელებულ რეფორმებს საქართველო აღარ მიიღებს, სიმართლე და ტყუილი კი ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს.
“ადეიშვილის განხორციელებულ რეფორმებს ეს ქვეყანა აღარ მიიღებს. მწამებელს ერქმევა მწამებელი, რეფორმატორს, ვინც ნამდვილ რეფორმებს ახორციელებს, ერქმევა რეფორმატორი და სიმართლე და ტყუილი გაიმიჯნება ერთმანეთისგან ერთხელ და სამუდამოდ. ქართველებმა შარშან, მწარე გაკვეთილზე მივიღეთ გამოცდილება და ქართველი ახალგაზრდები არასდროს გაებმებიან იმ მახეში, რასაც ჰქვია ამერიკულის რუსულად გადაკეთება.” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბაჩო ოდიშარია ფილმზე – „განუსაზღვრელი შესაძლებლობები“: ჩვენ ვეცადეთ, რომ ამ ფილმით გადმოგვეცა არა მხოლოდ პარალიმპიელთა ისტორიები, არამედ მთლიანად ამ მოძრაობის ისტორია საქართველოში და იმედი მაქვს, რომ საზოგადოებისთვის ეს ფილმი იქნება ისეთივე შთაგონების წყარო, როგორიც იყო ჩვენთვის

პრემიერი – 2012 წლამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 3 პარასპორტსმენი იყო სპორტის 2 სახეობაში, დღეს 300-ზე მეტი სპორტსმენია 14 სახეობაში და ათეულობით მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი გვყავს, მთავრობა მომავალშიც მაქსიმალურად დაუჭერს მხარს პარასპორტის განვითარებას