როდესაც ალექსანდრე იაშვილს ამოიღებ ღირსების ორდენით დასაჯილდოებელი პირების სიიდან ნიშნავს, რომ ქართული ფეხბურთის არაფერი გაგეგება

როდესაც ალექსანდრე იაშვილს ამოიღებ ღირსების ორდენით დასაჯილდოებელი პირების სიიდან ნიშნავს, რომ ქართული ფეხბურთის არაფერი გაგეგება
როდესაც ალექსანდრე იაშვილს ამოიღებ ღირსების ორდენით დასაჯილდოებელი პირების სიიდან, ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული ფეხბურთის არაფერი გაგეგება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბერლინში, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პრემიერის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა აქაც სცადა კონკრეტულ სივრცეში გარკვეული განხეთქილების შეტანა, რაც არ გამოუვა.
„რაც შეეხება ღირსების ორდენის და ღირსების მედლის თემას, ამაზე უკვე გავაკეთე კომენტარი. ძალიან სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილმა აქაც სცადა კონკრეტულ სივრცეში გარკვეული განხეთქილების შეტანა, რაც მას არ გამოუვა. ვიდრე ჩვენ გავაგზავნიდით შესაბამის სიას, გავიარეთ კონსულტაციები ფეხბურთის ფედერაციასთან, ნაკრებთან იმისათვის, რომ რაიმე უკმაყოფილება არ გამოეწვია იმ სიას, რომელიც გაიგზავნებოდა საქართველოს პრეზიდენტთან.
კონსულტაციების და სიღრმისეული მსჯელობის საფუძველზე გაიგზავნა კონკრეტული სია. ასეთ დროს, სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვიტა ამ სიიდან კონკრეტული გვარების ამოღება, მათ შორის, არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული დამსახურება ქართული ფეხბურთის წინაშე. როდესაც ალექსანდრე იაშვილს ამოიღებ ღირსების ორდენით დასაჯილდოებელი პირების სიიდან, ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული ფეხბურთის არაფერი გაგეგება. დანარჩენი გულშემატკივარმა და ქართულმა საზოგადოებამ შეაფასოს“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
Previous: საჭიროა პრაგმატული მიდგომის გამოვლენა საქართველოსთან მიმართებით, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ურთიერთობების გაჯანსაღება საქართველოსა და ევროკავშირს შორის

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც