როდესაც ადამიანი არ აღიარებს დანაშაულს, ჩემთვის სრულიად გაუგებარია თუ რა ფორმით უნდა იყოს ის შეწყალებული – რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილზე

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ შეაფასა. როგორც მან განმარტა, მისთვის გაუგებარია, როგორ უნდა მოხდეს ადამიანის შეწყალება, რომელიც ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ თვლის.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი საკუთარი ნებით თქვა და ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობის არანაირი სამართლებრივი ბერკეტი არ გააჩნია.
“ეს ადამიანი არა თუ აღიარებს საკუთარ დანაშაულს, არამედ კიდევ ცდილობს გაამართლოს 7 ნოემბერი და თავისუფალ მედიაზე სასტიკი თავდასხმა, სადაც მათ დალეწეს ტექნიკა, ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს და ა.შ. შესაბამისად, როდესაც ადამიანი არ აღიარებს დანაშაულს, ჩემთვის სრულიად გაუგებარია, თუ რა ფორმით უნდა იყოს ის შეწყალებული იმ დანაშაულის გამო, რომელიც მას “არ ჩაუდენია”. ის თავს თვლის უდანაშაულოდ იმ ქმედებაში, რაც მთელმა მსოფლიომ იხილა.
როდესაც ვსაუბრობთ მსჯავრდებულ სააკაშვილზე, სახელმწიფოს მეთაურობასთან ერთად, ის იყო ამ ქვეყნის მთავარსარდალი და კარგად უნდა ახსოვდეს ყველას, რომ ამ ადამიანმა, ფაქტობრივად, საკუთარი ნებით თქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე. დღეს, ეს ადამიანი არ არის საქართველოს მოქალაქე და მას, არანაირი სამართლებრივი ბერკეტი არ გააჩნია არ გააჩნია ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობის, ის არ არის ამ პარტიის პოლიტიკური წევრიც. შესაბამისად, კიდევ ერთხელ დასტურდება ის, რასაც ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არის არაფორმალურად მართული, მათ შორის, უცხო სახელმწიფოს მოქალაქის მიერ მართული პოლიტიკური გაერთიანება. მოსახლეობა, კიდევ ერთხელ, მკაცრ განაჩენს გამოუტანს არაფორმალურად მართულ პოლიტიკურ გაერთიანებას”, – განაცხადა ბრეგაძემ.
მინისტრმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ როდესაც ექიმები შესაბამის რეკომენდაციას გასცემენ, ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაუყოვნებლივ დაბრუნდება.
რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც კი, ექიმების რეკომენდაცია იქნება, ის რა თქმა უნდა, გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
“ჩვენ ვემზადებით გამარჯვებისთვის, აბა რისთვის ჩამოვედი?” – ამბობს . ყოფილმა პრეზიდენტმა შვიდი ნოემბრის საქმის მორიგ სასამართლო სხდომაზე, არაერთი პოლიტიკური განცხადება გააკეთა. მან, “ნაციონალური მოძრაობის” გაძლიერებასა და პარტიის გარშემო გაერთიანებაზე ისაუბრა. თქვა, რომ საარჩევნო მიზანი საპატიო მეორე ადგილი არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როდესაც ჩვენ ვაკვირდებით, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას და ამ შემთხვევაში დანიას ადამიანის უფლებების კუთხით, კერძოდ, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით, ეს მართლაც შემაშფოთებელია

ირაკლი კობახიძე – ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 26 მაისს პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვა აზერბაიჯანიდან საქართველოში, მადლობას ვუხდი აზერბაიჯანულ მხარეს, რომელმაც საქართველოსთან სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო

ირაკლი კობახიძე – ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება მედიის თავისუფლების მიმართ და ამ შემთხვევაში კონკრეტული თავისუფალი მედიასაშუალებების მიმართ, არის ლუსტრაცია იმისა, თუ რა მდგომარეობამდეა მისული ევროპული ბიუროკრატია, მათთვის ფასეულობებს აღარ აქვს მნიშვნელობა

ლოგიკურია, რომ ის ევროპარლამენტარი, რომელიც უპირისპირდება საქართველოში მედიის თავისუფლებას, იმავდროულად ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასაც, სააკაშვილი თუ რაიმეთი იყო გამორეული, ერთ-ერთი იყო მედიის თავისუფლების მიმართ უდიერი დამოკიდებულება