როდესაც ადამიანები გარკვეულ ზღვარს ლახავენ და დასაშვებ ფარგლებს სცდებიან, შეიძლება, ამან საზოგადოებაში გარკვეული დაპირისპირებები წარმოშვას – მიხეილ სარჯველაძე

მორიგი შეტევა ეკლესიასა და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქზე. ამჯერად, მართლმადიდებლურ ეკლესიას რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დაუპირისპირდა. ბერძენიშვილი საპატრიარქოსა და თავად პატრიარქს სტალინისტებად მოიხსენიებს.
ეკლესიასთან დაკავშირებით გაკეთებულ სხვა განცხადებებზე ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემაც. შალვა პაპუაშვილმა ცალკეული პოლიტიკოსები, მედიის ნაწილი და “ტოლერანტობის ცენტრის” ხელმძღვანელი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში დაადანაშაულა.
ს თქმით, ბექა მინდიაშვილი ეკლესიის მიმართ მტრული რიტორიკით გამოირჩევა, მის მიერ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები კი რელიგიური შეუწყნარებლობაა, რასაც ტოლერანტობის ცენტრი უნდა ებრძოდეს.
პირველი კანონმდებლის განცხადებით, ირკვევა ისიც, რომ ტოლერანტობის ცენტრი არა „სახალხო დამცველთან არსებული“ სტრუქტურული ერთეული, არამედ ცალკე არსებული დამოუკიდებელი პროექტია, რომელიც „იუესეიდის“ ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.
ბექა მინდიაშვილმა, განცხადება სოციალური ქსელით გაავრცელა და დაწერა, რომ ტოლერანტობის ცენტრი დაარსების დღიდან რელიგიის თავისუფლებას იცავს და სამოქალაქო ინტეგრაციის მიზანს ემსახურება. საკითხი, უკვე ორი დღეა, პოლიტიკური შეფასებების თემაა. არის თუ არა, მინდიაშვილის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები რელიგიური შეუწყნარებლობა, სიძულვილის ენა და მტრული რიტორიკა – ოპოზიციას, არასსამთავრობო სექტორსა და თავად მინდიაშვილს ამ კითხვაზე, კონკრეტული პასუხი არ აქვთ.
„ის დისკრედიტაციას ახდენს დასავლეთის, სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის ერთად. მე არ ვარ ორგანიზაცია, რომელიც სიძულვილის ენის შეფასებას ახორციელებს, შესაბამისად, მიუხედავად იმისა, მე ვიზიარებ-არ ვიზიარებ, თუ მომწონს თუ არ მომწონს ფორმა გამოხატვის, მე ვერ წავალ გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ,“ – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრმა თეონა აქუბარდიამ.
„ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მ საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა და აცხადებს, რომ აუცილებელია ამ ადამიანებს საზოგადოებამ პასუხი გასცეს.
„როდესაც უცხოური ფულით დაფინანსებული ნატა ფერაძის, ელენე ხოშტარიას, ბექა მინდიაშვილის თუ სხვათა არასამთავრობო ორგანიზაციები მიზანმიმართულ შეტევას ახორციელებენ ქართულ ეკლესიაზე, რომელთანაც კონკორდატი აქვს გაფორმებული სახელმწიფოს, სხვა არაფერი დაგვრჩენია ვიფიქროთ, რომ საქმე გვაქვს მიზანმიმართულ ქმედებასთან და რელიგიური თემის პოლიტიზებასთან – რადგან ეკლესიას ერჩიან იმიტომ, რომ მორწმუნე მრევლის უდიდესი ნაწილი ხელისუფლების მხარდამჭერია. ასევე, ჭეშმარიტ ღირებულებებს აკნინებენ, რადგან ხელისუფლება სწორედ ამ ღირებულებების დამცველია.
ძალიან არ გვსურს ამაში დავრწმუნდეთ და ვთხოვთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, გაემიჯნონ მათ მიერ დაფინანსებული ენჯეოების ქმედებებს და დაგმონ მრავალსაუკუნოვან ქართულ სამოციქულო ეკლესიაზე მასიური შეტევა,“ – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეკლესიაზე შეტევა დაუშვებელია.
„ამ შემთხვევაში, ყველას მოეთხოვება, რომ იყოს ზედმიწევნით ფრთხილი, ეს იმისთვის, რომ მართლაც მძიმე არ იყოს თუნდაც ის შეურაცხყოფა, რომელსაც შეიძლება აყენებდნენ ცალკეული ადამიანები საკუთარი ეპატაჟური გამოხტომებით ცალკეულ სიწმინდეებს ზოგადად ადამიანთა და საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის, ალბათ უდიდესი უმრავლესობის რელიგიურ გრძნობებს. ყველას შეუძლია გამოხატოს საკუთარი აზრი, მაგრამ ეს არ ათავისუფლებს არავის მოვალეობისგან, რომ სხვების მიმართ იყვნენ პატივისცემით განსჭვალული. ეს არის მთავარი ქვაკუთხედი ნებისმიერი ურთიერთობებისთვის და როდესაც გარკვეულ ზღვარს ლახავენ, სცდებიან დასაშვებ ფარგლებს ადამიანები, შეიძლება, გარკვეულ შემთხვევებში, ამან გარკვეული დაპირისპირებები წარმოშვას საზოგადოებაში. სწორედ ამის თავიდან აცილება რომ გვინდა, ალბათ სწორი ნაბიჯია პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან მოწოდებები საპირისპირო ყველას მიმართ, რომ იყოს მეტი პატივისცემით განსჭვალული. ამავე კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ გადაცდომები ბევრ შემთხვევაში და ხშირ შემთხვევაში ეს არის პოლიტიკური იდეოლოგიის გარკვეული ნაწილი.
მნიშვნელოვანია გვესმოდეს ისიც, რომ მათ შორის დამფინანსებლებმა, ან ნებისმიერმა პირმა, რომელიც შეიძლება პირდაპირ თუ ირიბად იყოს ჩართული ასეთი ტიპის საქმიანობაში, კარგად უნდა აცნობიერებდეს თუ რას შეიძლება იყოს დაკავშირებული და რა ტიპის თუნდაც მორალურ პასუხისმგებლობასთან ასეთი ტიპის განცხადებების კეთება,“ – აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე .

ასევე დაგაინტერესებთ

ორი დღეა, ნანუკა ჟორჟოლიანი აქვეყნებს ხარჯთაღრიცხვას, რომ კოლოსალური თანხები შეაგროვა ხალხმა, პროტესტის დასაფინანსებლად. სინამდვილეში კი კეზერაშვილმა მოხსნა გუდას თავი და აგზავნის “მაყუთს”!

სანქციები იქნება, რა მერე? ივანიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ უკვე დიდი ხანია სანქცირებულია, მიუხედავად ამისა, „აქა დგას და სხვაგვარად არ ძალუძს„ და ეს 200 000-კაციან მიტინგზეც დაადასტურა, რამე ეტყობოდა რომ სანქციები აშინებს?!