ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“როდემდე უნდა ტკბებოდეთ უდანაშაულო ადამიანის ნელი სიკვდილით? იგი შიმშილობს, რადგან დაამცირეს, ღირსება შეულახეს და არაადამიანურად მოექცნენ” – ნაირა გელაშვილი

“როდემდე უნდა ტკბებოდეთ უდანაშაულო ადამიანის ნელი სიკვდილით? იგი შიმშილობს, რადგან დაამცირეს, ღირსება შეულახეს და არაადამიანურად მოექცნენ” – ნაირა გელაშვილი

“როდემდე უნდა ტკბებოდეთ უდანაშაულო ადამიანის ნელი სიკვდილით? იგი შიმშილობს, რადგან დაამცირეს, ღირსება შეულახეს და არაადამიანურად მოექცნენ” – ნაირა გელაშვილი
“გან­სა­კუთ­რე­ბით შემ­ზა­რა­ვი ის არის, რომ არც სა­ე­რო და არც სა­სუ­ლი­ე­რო ხე­ლი­სუ­ფალ­თა შო­რის ერ­თიც კი არ აღ­მოჩ­ნდა, ვინც შე­წუხ­დე­ბო­და მა­ინც, რომ უდა­ნა­შა­უ­ლოდ დას­ჯი­ლი ადა­მი­ა­ნი, ქალი უკვე 21-ე დღეა შიმ­ში­ლობს”, – ამის შე­სა­ხებ მწე­რა­ლი ნა­ი­რა გე­ლაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.
“რო­დემ­დე? რო­დემ­დე უნდა ტკბე­ბო­დეთ უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნის, შუა ხნის ქა­ლის ნელი სიკ­ვდი­ლით? იგი შიმ­ში­ლობს, რად­გან და­ამ­ცი­რეს, რად­გან ღირ­სე­ბა შე­უ­ლა­ხეს და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რად მო­ექ­ცნენ!
იგი შიმ­ში­ლობს იმის გამო, რომ მისი ქვე­ყა­ნა აივ­სო უღირ­სე­ბო, ლა­ჩა­რი კა­ცე­ბით, რომ­ლე­ბიც ვაჟ­კა­ცო­ბად თვლი­ან უმ­წეო პა­ტი­მა­რი ქა­ლის შე­უ­რა­ცხყო­ფას, მის­და­მი უხამს მუ­ქა­რას და შუ­რის­ძი­ე­ბას! რომ­ლებ­საც მა­მა­კა­ცუ­რი ღირ­სე­ბის კო­დექ­სის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ არა­სო­დეს არა­ფე­რი სმე­ნი­ათ! ი. დ.- ძის მაგ­ვარ ძა­ლო­ვან­თა გა­რეგ­ნუ­ლად გა­ფუ­ყუ­ლი მა­მა­კა­ცო­ბა უბად­რუ­კო­ბით არის ამოვ­სე­ბუ­ლი!
ასე­თებს შე­უძ­ლი­ათ საქ­ვეყ­ნოდ იწუ­წუ­ნონ, რომ ქა­ლის სუს­ტად მოქ­ნე­ულ­მა ხელ­მა, უფრო ზუს­ტად კი თი­თე­ბის შე­ხე­ბამ ნი­კაპ­ზე, ტკი­ვი­ლი მი­ა­ყე­ნა მათ! (აი, ამა­ზე კი შეგ­ვიძ­ლია თქმა, რომ მსგავ­სი რამ სა­ქარ­თვე­ლო­სა და კავ­კა­სი­ის ის­ტო­რი­ა­ში ნამ­დვი­ლად არ მომ­ხდა­რა!).ასე­თებს ვე­რა­ვინ და ვე­რა­ფე­რი ვე­ღარ გა­ა­გე­ბი­ნებს, რას ნიშ­ნავს სი­ტყვა “სირ­ცხვი­ლი“ და “სა­მარ­ცხვი­ნო“!ეს სუ­ბი­ექ­ტი ჩვენს უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­სა და წიგნ­ში “ღირ­სე­ბის შე­სა­ხებ“ (რო­მე­ლიც, სა­ბედ­ნი­ე­როდ, იწე­რე­ბა), შევა, რო­გორც მა­მა­კა­ცის გა­დაგ­ვა­რე­ბის ქრეს­ტო­მა­თი­უ­ლი, ტრა­გი­კო­მი­კუ­რი მა­გა­ლი­თი!სა­ერ­თოდ, მზია ამაღ­ლო­ბე­ლის ამ­ბა­ვი ტეს­ტია მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მო­რა­ლის­თვის და ცალ­კე უნდა გა­ა­ნა­ლიზ­დეს იმ არ­სე­ბა­თა საქ­ცი­ე­ლი, სის­ხლი­სა და შუ­რის­ძი­ე­ბის წყურ­ვი­ლი ქვეც­ნო­ბი­ერ­ში რომ აქვთ ჩა­ტე­ნი­ლი და მსგავს შემ­თხვე­ვებ­ში ამო­ან­თხე­ვენ ხოლ­მე ან ხმა­მაღ­ლა ან ხმა­დაბ­ლა, ოღონდ შე­ფუ­თულს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი წეს­რი­გი­სად­მი ერ­თგუ­ლე­ბით. ასე­თე­ბი ჩუ­მად იტან­დნენ და იტა­ნენ დამ­ცი­რე­ბას და ახლა უბ­რა­ლოდ შურთ იმი­სი, ვინც ეს ვერ და არ აი­ტა­ნა (“შიმ­ში­ლობს და იშიმ­ში­ლოს!“ “იშიმ­ში­ლოს და მოკ­ვდეს“! -სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი).
მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით შემ­ზა­რა­ვი ის არის, რომ არც სა­ე­რო და არც სა­სუ­ლი­ე­რო ხე­ლი­სუ­ფალ­თა შო­რის ერ­თიც კი არ აღ­მოჩ­ნდა, ვინც შე­წუხ­დე­ბო­და მა­ინც, რომ უდა­ნა­შა­უ­ლოდ დას­ჯი­ლი ადა­მი­ა­ნი, ქალი, (რო­მე­ლიც მუ­დამ სა­ნი­მუ­შო რე­პუ­ტა­ცი­ით, პრო­ფე­სი­უ­ლი ცოდ­ნი­თა და თავ­და­დე­ბუ­ლი შრო­მით გა­მო­ირ­ჩე­ო­და), უკვე 21-ე დღეა შიმ­ში­ლობს! ვინც შე­წუხ­დე­ბო­და მა­ინც, რომ მო­ქა­ლა­ქე ჯერ უკა­ნო­ნოდ და­ა­პა­ტიმ­რეს, მერე არა ადა­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბით აფექ­ტურ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნეს, და მერე სუს­ტად მოქ­ნე­უ­ლი სი­ლის გამო შვიდ წელს უს­ჯი­ან და თან სა­ხელს უტე­ხენ! ვინც აღ­შფოთ­დე­ბო­და, რომ მას მშვი­დად იმე­ტე­ბენ სიკ­ვდი­ლი­სათ­ვის! ეს ხომ იგი­ვეა რაც მკვლე­ლო­ბა!
ცხა­დია, ვი­საც ბო­ლომ­დე სურს მკვლე­ლად ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს, იმას ვე­ღა­რა­ფე­რი შე­ა­ჩე­რებს, მაგ­რამ რად­გან სას­წა­უ­ლე­ბის მჯე­რა, მა­ინც მო­გი­წო­დებთ: სას­წრა­ფოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეთ მზია ამაღ­ლო­ბე­ლი! გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეთ სინ­დი­სის პა­ტიმ­რე­ბი! (ომ­შიც ხომ აქვს ად­გი­ლი სი­კე­თის ცალ­კე­ულ გა­მოვ­ლი­ნე­ბებს).მერე მარ­თლა გვი­ან იქ­ნე­ბა და გვი­ან იქ­ნე­ბა მრა­ვა­ლი თვალ­საზ­რი­სით”, – წერს ნა­ი­რა გე­ლაშ­ვი­ლი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.