ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

როგორ შეიძლება, რეიტინგების მიხედვით წამყვან ქვეყნებში ვიყოთ, მაგრამ ვიღაცებმა მაინც მოახერხონ პიარი, რომ საქართველო დემოკრატიის თვალსაზრისით უკან მიდის

როგორ შეიძლება, რეიტინგების მიხედვით წამყვან ქვეყნებში ვიყოთ, მაგრამ ვიღაცებმა მაინც მოახერხონ პიარი, რომ საქართველო დემოკრატიის თვალსაზრისით უკან მიდის
ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ თუკი რაიმე სფერო შეიძლება არსებობდეს, რომელთა დაკავშირებითაც ობიექტური კვლევა შეიძლება ჩატარდეს, ყველაფერში მოწინავე პოზიციაზე ვართ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ყველა რეიტინგი იმაზე მეტყველებს, რომ ყველა მიმართულებით მოწინავე პოზიციაზე ვართ.
„ამის მიუხედავად, ვიღაცები გვეუბნებიან, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაა. ყველა რეიტინგი იმაზე მეტყველებს, რომ ყველა მიმართულებით ვართ მოწინავე პოზიციაზე ოღონდ შემდეგ ზეპირსიტყვიერად კრიტიკა ისმის, რომ დემოკრატიული უკუსვლაა. როგორ შეიძლება რეიტინგების მიხედვით წამყვან ქვეყნებში ვიყოთ, მაგრამ ვიღაცებმა მაინც მოახერხონ პიარი იმის თაობაზე, რომ საქართველო დემოკრატიის თვალსაზრისით უკან მიდის“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.