ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

როგორ შეიცვლება 2026 წელს ლარის გაცვლითი კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებით?

როგორ შეიცვლება 2026 წელს ლარის გაცვლითი კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებით?

2026 წელს ლარის გაცვლითი კურსი სავარაუდოდ მცირედით გაუფასურდება, - ამის შესახებ “თიბისი კაპიტალის” მომავალი წლის პროგნოზებშია საუბარი.
როგორც ორგანიზაციის მაკრო-ეკონომიკურ პროგნოზებში ვკითხულობთ, მომავალ წელს ლარი აშშ დოლართან მიმართებით 2.83-მდე გაუფასურდება, ხოლო ევროსთან მიმართებით 3.40 ლარამდე.
რაც შეეხება სხვა მონაცემებს, „თიბისი კაპიტალის“ პროგნოზით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 4.5% იქნება, ინფლაცია 3.6%, ხოლო რეფინანსირების განაკვეთი 7.5%-მდე შემცირდება.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.