როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანიის აქციების ფასი წინა კვირაში მნიშვნელოვნად შეიცვალა. „ს“ და „ს“ აქციების ფასი შემცირდა, „საქართველოს კაპიტალის“ კი გაიზარდა.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 47.25 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -11.85% წინა კვირასთან შედარებით და – 6.44% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 578 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 45.95 – 55.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 77 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 29.95 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -13.19% წინა კვირასთან შედარებით და -4.47% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 499 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 29.95 – 35.65 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 62 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 11.60 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -12.91% წინა კვირასთან შედარებით და -11.85% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 620 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 11.06 – 13.96 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 57 ათასი აქცია შეადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ