ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციები გაიაფდა.

ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი ქართული კომპანიების აქციებმა გასულ სავაჭრო კვირაში კლება აჩვენა. უარყოფითი დინამიკა დაფიქსირდა როგორც საბანკო, ისე საინვესტიციო სექტორში.

ყველაზე ნაკლები შემცირება „საქართველოს ბანკის“ (Lion Finance Group PLC) აქციებმა აჩვენა, რომელთა ფასი 4.23%-ით დაეცა და 106.4 გირვანქა სტერლინგი შეადგინა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 5.2 მილიარდ გირვანქას აღწევს. მიუხედავად მოკლევადიანი ვარდნისა, ბოლო ექვს თვეში ბანკის აქციები 16%-ზე მეტით არის გაძვირებული.

„თიბისი ბანკის ჯგუფის“ აქციების ღირებულება კვირის განმავლობაში 2.22%-ით შემცირდა. ერთი აქცია ამჟამად 44 გირვანქა სტერლინგად ივაჭრება, ხოლო კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.45 მილიარდ გირვანქას შეადგენს. ექვსთვიან ჭრილში კი ბანკის აქციების ფასი 9%-ით არის გაზრდილი.

ყველაზე დიდი ვარდნა „საქართველოს კაპიტალის“ აქციებმა განიცადა. კომპანიის ფასიანი ქაღალდები 6.88%-ით გაიაფდა და ერთი აქციის ღირებულებამ 39.48 გირვანქა სტერლინგი შეადგინა. მიუხედავად ამისა, ბოლო ექვს თვეში კომპანიის აქციები 38%-ზე მეტით არის გაძვირებული.

ანალიტიკოსების შეფასებით, ერთკვირიანი კლების მიუხედავად, სამივე ქართული კომპანიის აქციები გრძელვადიან პერიოდში კვლავ ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს, რაც ინვესტორების ინტერესის შენარჩუნებაზე მიუთითებს.

როგორ  იცვლება ქართული კომპანიების აქციების ღირებულება ლონდონის საფონდი ბირჟაზე ყოველკვირეულად, გაიგეთ "კომერსანტის" სტატიებიდან.

წყარო: Galt & Taggart

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.