როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე
ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანია პოზიციონირებს. მიმდინარე კვირის შედეგები ასეთია:

“საქართველოს ბანკის ჯგუფის” (Lion Finance Group PLC) აქციების ფასი 0.22%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 91.50 გირვანქა სტერლინგია.

ბანკის ჯგუფის” (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 0.87%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 40.00 გირვანქა სტერლინგი ღირს.

“საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციების ფასი 4.56%-ით გაიზარდა. ერთი აქციის ფასი 29.80 გირვანქა სტერლინგი ღირს.

“საქართველოს ბანკის ჯგუფის”  საბაზრო კაპიტალიზაცია 4.5 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს, “თიბისი ბანკის ჯგუფის” საბაზრო კაპიტალიზაცია ამ, ეტაპისთვის 2.20 მილიარდ გირვანქა სტერლინგს უტოლდება, ხოლო “საქართველოს კაპიტალის” საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.38 მილიარდ გირვანქა სტერლინგია.

რაც შეეხება, ბოლო 6 თვის მოანეცემებს, “საქართველოს ბანკის ჯგუფის” აქციების ღირებულება ბოლო 6 თვეში 35.36%-ით გაიზარდა, “თიბისი ბანკის ჯგუფის” აქციების ფასი 11.80%-ით შემცირდა, ხოლო “საქართველოს კაპიტალის” აქციების ფასი ბოლო 6 თვეში 58.51%-იან ზრდას აჩვენებს.

როგორ  იცვლება ქართული კომპანიების აქციების ღირებულება ლონდონის საფონდი ბირჟაზე დროთა განმავლობაში, გაიგეთ “კომერსანტის” სტატიებიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

„ფაშისტურ-ნაცისტური“ იდეოლოგიის მქონე არასრულწლოვანს, რომელსაც დაჯგუფებისთვის მიუღებელი ცხოვრების წესის მქონე პირების მიმართ ძალადობის და წამების ორგანიზება ედებოდა ბრალად, 14 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის წევრებზე – ძალიან მომაბეზრებელია მათი დამოკიდებულება – პარლამენტის სხდომები სპეციფიკური სივრცეა, სადაც კონსტიტუციურ გადაწყვეტილებებს იღებენ, აქ ხელისუფლების სხვა შტოებიდან ზედმეტი ჩარევა სწორი არაა