როგორ შევქმნათ შეთავაზებები საქართველოს ბანკის Ads Manager-ით – პასუხები ხშირად დასმულ შეკითხვებზე

სამყაროში ინფორმაციის მიმოცვლის ტემპები მუდმივად ჩქარდება, იზრდება სოციალური ქსელების და მათზე განთავსებული სარეკლამო მასალების რიცხვი. ამ გარემოში კი ბიზნესებს ცნობადობისა და კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისთვის დიდი ძალისხმევის გაწევა უწევთ. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკმა Ads Manager შექმნა და კომპანიებს 1 400 000-ზე მეტ მომხმარებელთან დაკავშირების შესაძლებლობაც მისცა. Ads Manager-ს სხვადასხვა ზომისა და პროფილის კომპანიები ყოველდღიურად იყენებენ და სამიზნე აუდიტორიაზე მორგებულ შეთავაზებებს ქმნიან. ამ სტატიაში კი მოგიყვებით, როგორ შეგიძლიათ უპასუხოთ მომხმარებლების სურვილებს და შექმნათ სხვადასხვა ტიპის შეთავაზება თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის.
როგორ განვათავსოთ შეთავაზება Ads Manager-ის საშუალებით?
პირველი ნაბიჯი ბიზნეს მენეჯერში შესვლაა. Manager.bog.ge-ზე ბიზნეს ინტერნეტბანკის ან ბიზნეს მობილბანკის მომხმარებლის სახელისა და პაროლის შეყვანით შეხვალთ, ავტორიზაციას გაივლით და Ads მენეჯერის მოდულზე გადახვალთ, სადაც დააჭერთ ღილაკს “შექმენით შეთავაზება”.
აღსანიშნავია, რომ Ads Manager-ზე წვდომისთვის დამატებითი რეგისტრაცია საჭირო არაა იმ შემთხვევაში, თუ ხართ დირექტორი ან უფლებამოსილი პირი. თუ თქვენ ხართ მარკეტინგის მენეჯერი, პირველ რიგში, უნდა შევიდეს დირექტორი და მან მოგიწვიოთ მარკეტერის როლით.
მომდევნო ეტაპი შეთავაზების ტიპის შერჩევაა, რომელსაც 5-საფეხურიანი მარტივი პროცესი მოსდევს:

ასევე დაგაინტერესებთ