როგორ შეგიძლია გააუმჯობესო საკრედიტო რეიტინგი კრედო ბანკის ციფრული სესხით

საკრედიტო რეიტინგი ადამიანის ფინანსურ დისციპლინასა და წარსულში აღებული ვალდებულებების შესრულების ხარისხს ასახავს. საკრედიტო ინფორმაციის ბიურო “კრედიტინფო საქართველო” აგროვებს მონაცემებს ყველა აქტიურ თუ დახურულ ხელშეკრულებაზე და ამ ინფორმაციის საფუძველზე დგება საკრედიტო ქულა. ფინანსური ინსტიტუტები კი ამ საკრედიტო ისტორიის მიხედვით საზღვრავენ პიროვნების ფინანსურ სანდოობას.

რაც უფრო მაღალია საკრედიტო რეიტინგი, მით უფრო სანდოდ აღიქვამს ადამიანს ბანკი, ეს კი ზრდის ფინანსურ შესაძლებლობებს და ამარტივებს გრძელვადიანი განვადების, ბიზნეს სესხისა და იპოთეკური დაფინანსების მიღებას.

მაღალი საკრედიტო ქულის მიღებისა და შენარჩუნებისთვის მთავარია ფინანსური ვალდებულებების გონივრული მართვა. კარგი ამბავი ისაა, რომ რეიტინგი არ „იყინება” – მაჩვენებელის შეცვლა ყოველთვის შესაძლებელია. ამიტომ, თუ შეამჩნიე, რომ ვარდნა დაიწყო, არ შეგეშინდეს – მისი გაუმჯობესება არც ისე რთულია, თუმცა დროსა და დისციპლინას მოითხოვს.

ზუსტად როგორ მოქმედებს სესხი საკრედიტო რეიტინგზე?

საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მიაჩნია, რომ მოკლევადიანი ვალდებულებები ფინანსურ ისტორიას მხოლოდ აზიანებს. სინამდვილეში, მთავარი ფაქტორი რეიტინგის შეფასებაში პროდუქტის გამოყენების სპეციფიკა და მსესხებლის ქცევაა.

მაგალითად, ციფრული სესხი სწორედ ასეთი მოქნილი ფინანსური ინსტრუმენტია: სწორად გამოყენების შემთხვევაში შეიძლება საკრედიტო რეიტინგზე დიდი პოზიტიური გავლენა ჰქონდეს. მთავარია, როგორ სარგებლობს მსესხებელი.

თუ მსესხებელი მარტივი და სწრაფი სესხით ციფრულად გააზრებულად სარგებლობს, ვალდებულებას კი გრაფიკის ზუსტი დაცვით ფარავს – ეს ფაქტი ბაზაში დადებით ჩანაწერად ფიქსირდება. ვალდებულების სტაბილურად, ყოველთვიურად დროულად დაფარვა საფინანსო ორგანიზაციებს პირის მაღალ პასუხისმგებლობაზე მიანიშნებს. ეს რეიტინგის ქულას აუმჯობესებს. ციფრული სესხის დროული დაფარვა ფინანსური ინსტიტუტებისთვის სანდოობის დადასტურების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გზაა.

რა პრაქტიკული ნაბიჯები შეგიძლია გადადგა საკრედიტო რეიტინგის გამოსასწორებლად?

თუ შეამჩნიე, რომ შენი საკრედიტო რეიტინგი დაზიანდა, მის გაუმჯობესებას სტრატეგიულად უნდა მიუდგე.

პირველ რიგში საჭიროა ბიურომ მიიღოს განახლებული ინფორმაცია ინდივიდის ქცევაზე. ამ მხრივ, საჭიროა ახალი ფინანსური ვალდებულების აღება. როგორც წესი, ყველაზე ხშირად ახალ სესხს ან გრძელვადიან განვადებას იყენებენ. მიზანია გარკვეული პერიოდის (6+ თვის) განმავლობაში მსესხებელმა გადახდების გრაფიკი ზუსტად დაიცვას, რათა, როცა ჩანაწერები განახლდება, ახალმა ისტორიამ ძველი გადაფაროს და ქულაც შესაბამისად დაკორექტირდეს.

  1. როგორია საწყისი მაჩვენებელი?პირველ რიგში, შეამოწმე შენo მიმდინარე საკრედიტო ისტორია კრედიტინფოს ბაზაში. ასე ზუსტად გეცოდინება, საიდან იწყებ და რეალისტურ მიზანსაც უფრო მარტივად განსაზღვრავ.
  2. აირჩიე ისეთი საკრედიტო პროდუქტი, რომელიც მართლა დაგეხმარება.დაზიანებული ისტორიის შემთხვევაში სტანდარტული სესხის მომგებიანი პირობებით მიღება ყოველთვის მარტივი არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ალტერნატივა არ გაქვს – შეგიძლია სპეციალური ფინანსური პროდუქტებით ისარგებლო.
  3. წინასწარ განსაზღვრე რა თანხა იქნება კომფორტული ყოველთვიური შენატანისთვის.მთავარია ის თანხა, რომელიც ყოველთვიურად სესხზე უნდა დახარჯო შენს ყოველთვიურ ბიუჯეტში კომფორტულად ჩაჯდეს, ისე რომ ვალდებულების დაფარვა არასდროს გაგიჭირდეს.
  4. ყოველთვიური შენატანი შეგაქვს დროულად და სტაბილურად.საკრედიტო ისტორიის განახლებას დრო სჭირდება. იმისთვის, რომ პროგრესი ნახო საჭიროა მინიმუმ 6-12 თვის განმავლობაში შენატანების გრაფიკის ზუსტი დაცვა. 12 თვის თავზე უკვე ნახავ, რომ შენი ძველი საკრედიტო ისტორია ბევრად გაუმჯობესდა.
  5. დააკვირდი პროგრესს.ისტორიის განახლებასთან ერთად დაინახავ, როგორ უმჯობესდება შენი ქულა.

მათთვის, ვისაც სესხის კრედო ბანკს აქვს მსგავსი მიზნობრივი პროდუქტი – საკრედიტო ისტორიის გაუმჯობესების სესხი. ეს სესხი სპეციალურად გათვლილია მსესხებელს საკრედიტო ქულის გაუმჯობესებაში დაეხმაროს.

ის შედარებით მარტივად მტკიცდება, ბანკი განაცხადს დაზიანებული ისტორიის შემთხვევაშიც განიხილავს და გაძლევს რეალურ შანს გამოასწორო შენი საკრედიტო რეიტინგი. გავლენის მექანიზმი მარტივია: დამტკიცებისთანავე შენს ისტორიაში ჩნდება ახალი, პოზიტიური ჩანაწერი, ხოლო ყოველი დროული გადახდა საკრედიტო ბიუროში დადებით ინფორმაციად აისახება და თანდათან აუმჯობესებს საერთო რეიტინგს. დამატებითი პოზიტიური ფაქტორია ისიც, რომ პროდუქტი ხელმისაწვდომია ნებისმიერი ტიპის შემოსავლისთვის – საბანკო ჩარიცხვა, ფულადი გზავნილი, ბიზნესიდან, ტურიზმიდან თუ აგრო საქმიანობიდან მიღებული არარეგულარული შემოსავალი თუ ხელზე აღებული თანხა.

გადახდის გრაფიკის სწორად დაგეგმვა საკრედიტო ქულის გაუმჯობესების აუცილებელი წინაპირობაა. კრედო ბანკის ვებგვერდზე შესაძლებელია სპეციალური კალკულატორით სავარაუდო თვიური შენატანის წინასწარ დაანგარიშება, რაც მსესხებელს ეხმარება სწორად გათვალოს რა თანხა უნდა მოითხოვოს საკრედიტო ისტორიის გაუმჯობესებისთვის. დამტკიცებული თანხის გამოყენების მიზნობრიობას არც კრედო ბანკი ითხოვს და არც “კრედიტინფო საქართველო” – მთავარია მსესხებელმა ყოველთვიური ვალდებულება დროულად დაფაროს.

სისტემატური მიდგომითა და კეთილსინდისიერ შესრულებასთან ერთად ფინანსური რეიტინგი ეტაპობრივად აუცილებლად გაუმჯობესდება. მაღალი ქულა კი მომავალში გაძლევს შესაძლებლობას, დამატებითი ფინანსური რესურსი – იპოთეკური, ბიზნესის თუ ავტო სესხი – უკეთესი პირობებით მიიღო.