არქივი25 აგვისტო, 2024, 11:55
როგორ უყვართ ზივზივაძე კარლსრუეში - სოციალურ ქსელში ბუდუს შესახებ ვიდეო ვრცელდება [VIDEO]
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელიც გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის მატჩის შემდეგაა გადაღებული, სადაც ბუდუ ზივზივაძის "კარლსრუემ" საკუთარ მოედანზე "ელვერსბერგს" 3:2 სძლია, ქართველმა ფორვარდმა კი საგოლე გადაცემა მიითვალა.
შეხვედრის დასრულების მერე ზივზივაძე ქართველ ფანებთან მივიდა, ავტოგრაფები დაარიგა და სურათებიც გადაიღო.
ვიდეოში ასევე ჩანს თუ როგორ უყვართ გერმანელ ფანებსაც ბუდუ, რომლებიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჩვენებურის გვარს სკანდირებენ.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.