როგორ პარტნიორობას გვთავაზობს დასავლეთი, უსიტყვო მორჩილებას თუ თანასწორობას? როგორ იზომება ჩვენი უფლებები, რისი ცოდნის უფლება გვაქვს და რისი არა?”

„ქართველი ხალხის მოთმინების ფიალა ივსება ამდენი შეურაცხყოფით. შემდეგ იტყვიან, ანტიდასავლურ რიტორიკას ეწევიანო. გამჭვირვალობის კანონზე შემოტევით დასავლეთი ჰარაკირის იკეთებს საქართველოში,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და იმ კამპანიას ეხმიანება, რომელიც უცხოური ძალების დაკვეთით რადიკალური ძალების მიერ ხორციელდება საქართველოში და მიმართულია „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ.
თამარ ჩიბურდანიძის თქმით, იმ შეურაცხყოფას, რასაც დასავლეთი ავლენს, ქართველი ხალხი არ იმსახურებს, ვინაიდან, ხალხმა უნდა იცოდეს უცხო ქვეყნის დაფინანსება საით მიემართება და ქვეყანაში რას ხმარდება.
„აგვიხსნას უცხოეთმა, რატომ არ უნდა იცოდეს ქართველმა ხალხმა სიმართლე? რა კატეგორიის ქვეყნად მიგვიჩნევენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები? რატომ ჰგონიათ, რომ ქართველი ხალხი რამით ჩამოუვარდება მათ მოსახლეობას?
რატომ უნდა ვიყოთ სიცრუის სიბნელეში, როცა შეიძლება სიმართლე ვიცოდეთ? როგორ პარტნიორობას გვთავაზობს დასავლეთი, უსიტყვო მორჩილებას თუ თანასწორობას? სადამდე იზომება ჩვენი უფლებები, რისი ცოდნის უფლება გვაქვს და რისი არა? რას ეუბნებიან ჩვენს ახალგაზრდებს ამით, რომ დემოკრატია შერჩევითია ქვეყნების სიდიდის მიხედვით? ამ შეურაცხყოფას არ შევეგუებით! ჩვენ არ ვიმსახურებთ ასეთ დამცირებას. არც ევროკავშირის და არც ნატოს წევრობა გვჭირდება იმისთვის, რომ გავიგოთ სიმართლე, თუ რაში იხარჯება უცხო ქვეყნის ფული ჩვენს ქვეყანაში? ქართველი ხალხის მოთმინების ფიალა ივსება ამდენი შეურაცხყოფით. შემდეგ იტყვიან, ანტიდასავლურ რიტორიკას ეწევიანო. გამჭვირვალობის კანონზე შემოტევით დასავლეთი ჰარაკირის იკეთებს საქართველოში,” – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული