როგორ მოიზიდა ახალი მომხმარებლები „ეპიზოდმა“ საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით
„სასტუმრო ენერგიული მოგზაურებისთვის, რომლებიც ეძებენ არა მხოლოდ საცხოვრებელ ადგილს, არამედ დასამახსოვრებელ გამოცდილებას“ - ასე აღწერენ გამორჩეული კონცეფციის მქონე სასტუმრო „ეპიზოდს“, რომელიც თბილისში, პეკინის 41 ნომერში მდებარეობს.
მისი ისტორია 2021 წლის ოქტომბრიდან იწყება. დღეს კი სასტუმრომ საკუთარი ადგილისა და სახელის დამკვიდრება მაღალტექნოლოგიურობით მოახერხა.
„მიზანი ახალი თაობის ტექნოლოგიური სასტუმროს შექმნა იყო. 21-ე საუკუნის ადამიანს არ სურს დროის დაკარგვა იმაში, რისი გაკეთებაც ტექნოლოგიების საშუალებით უმოკლეს პერიოდში შეუძლია. შესაბამისად, თანამედროვე მოგზაურებისთვის სისწრაფე, კომფორტი და მოქნილობა ის მთავარი კრიტერიუმები გახდა, რომლის გათვალისწინებითაც „ეპიზოდი“ შეიქმნა“, - ამბობს ქეთევან ზივზივაძე, ეპიზოდის მარკეტინგის სპეციალისტი.
ბრენდმა ტექნოლოგიებისადმი სიყვარული საქართველოს ბანკის Ads მენეჯერის გამოყენებითაც გამოავლინა. როგორც კომპანიაში ამბობენ, Ads Manager-მა გაუმარტივათ გზა, რომ სასტუმრო ეპოვა ზუსტად იმ მომხმარებელს, რომელიც მას ეძებს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.