არქივი15 ოქტომბერი, 2024, 15:25
როგორ მოვიპოვოთ საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაზე - ამ თემაზე პროგრამის სტიპენდიატები ონლაინ შეხვედრას გამართავენ

დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, საქართველოს ბანკი ონლაინ შეხვედრას მართავს.
დისკუსიის ფარგლებში, საქართველოს ბანკის სტიპენდიატები CHEVENING-ის პროგრამაში საქართველოს ბანკის 100%-იანი სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობებზე ისაუბრებენ, ამასთან, მონაწილეებს საზღვარგარეთ სწავლასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და მათთან გამკლავების გზების შესახებ რჩევებს გაუზიარებენ.
შეხვედრა 16 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ზუმის ფორმატში გაიმართება.
დასასწრებად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.
არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.