ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

როგორ მოვიგებთ? – “სირცხვილია” განცხადებას ავრცელებს

სამოქალაქო ორგანიზაცია სირცხვილია ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღებას განცხადებით ეხმაურება, სადაც წერენ, რომ საზოგადოება რუსული რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტის პარალელურად საპარლამენტო არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს. “ოცნებამ რუსული კანონი მესამე მოსმენით მიიღო. ივანიშვილი ფიქრობს, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მრავალრიცხოვან პროტესტს გატეხავს – ამას არ დავუშვებთ. როგორ მოვიგებთ? 1) კანონის მიღებით თუ მისი გაწვევით რეჟიმის შინაარსი არ იცვლება. ის ისევ კრემლის მოკავშირედ – რუსულ ოცნებად დარჩება და საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის ძირის გამოთხრას გააგრძელებს. სწორედ ამიტომ, პროტესტის მიზნად არამხოლოდ კანონის გაწვევა, არამედ რეჟიმის ცვლილება უნდა იქცეს. 2) არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავყვეთ ხელისუფლების მცდელობას, ჩაგვითრიოს კანონის “შელამაზების” შესახებ უსაგნო დისკუსიაში. ეს კანონი არამარტო ფორმით, არამედ არსითაც მიუღებელია. 3) უნდა ავუხსნათ მეგობრებს, ნაცნობებსა და უცნობებს, რომ ჩვენი ერთიანობა, უკვე დიდი წარმატებაა. საბოლოო გამარჯვება კი შეიძლება დღეს და ხვალ ვერ მოვიპოვოთ, ამისთვის გამძლეობა და ხანგრძლივი ძალისხმევა დაგვჭირდება. 4) გავაგრძელოთ პროტესტი რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და პარალელურად მოვემზადოთ, რომ ქუჩის ბრაზი ცვლილებების ენერგიად ვაქციოთ, რაც 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებზე გაყალბების, დაშინებისა და მოსყიდვის ნებისმიერ მცდელობას აზრს დაუკარგავს. ამ ბრძოლას ქართველი ხალხი მოიგებს”. – წერია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.