არქივი25 თებერვალი, 2024, 10:24
"როგორ მიყვარხარ და როგორ მენატრები", - რას წერს გიორგი ხუციშვილის ცოლი მეუღლის დაბადების დღეზე
· 43
დღეს მომღერალი გიორგი ხუციშვილი 62 წლის გახდებოდა. ის რამდენიმე წლის წინ მძიმე სენით გარდაიცვალა.
მეუღლის დაბადების დღესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს მაია ჯორჯაძე:
„როგორ მიყვარხარ! როგორ მენატრები და როგორ მჭირდები, გიო, გილოცავ!..“
მეგობარსა და კოლეგას დღეს შოუბიზნესის წევრები იხსენებენ.
„დღეს ჩვენი გიოს აბადების დღეა. გვენატრები, კეთილო ადამიანო. ეს ჩვენი ბოლო შეხვედრის ამსახველი ფოტოებია მისი სახელობითი ვარსკვლავის გახსნის დროს. ასეთი ბედნიერი გიო არ მინახავს… ასე დაგვემშვიდობა და მოგვეფერა. ეს უკვე ისტორიაა, შეხვედრამდე, მეგობარო…“, წერს დათო ოქიტაშვილი.
არქივის შესახებპირველწყარო: newsco.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.