წამება და არაადამიანური მოპყრობა – ასეთ კვალიფიკაციას აძლევს თბილისის ყოფილი პროკურორი მაია მწარიაშვილი TV პირველის მიერ გავრცელებულ კადრებს, რომელიც პოლიციაში სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქეების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას ასახავს.
იურისტის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის განცხადებები, რომელიც საქმეზე საზოგადოებამ “შაბათის ეთერის” ანონსის შემდეგ იხილა, “პასუხისმგებლობისგან დაცლილია”.
“ეს არის მწამებელი პოლიციელებისთვის თავშესაფრის მიცემა”– თქვა მწარიაშვილმა საქმის კვალფიკაციაზე.
- დაკავებულ პოლიციელებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
იურიდიული ფირმა BLB-ის უფროსი პარტნიორი დეტალურად ხსნის, რატომ არ აძლევს მსგავს შემთხვევებს ბრალდების მხარე წამების კვალიფიკაციას.
იურისტის განცხადებით, ასეთ შემთხვევაში თითო ეპიზოდში თითო დანაშაულად ითვლება “ასეთ შემთხვევაში ეს საქმეები ყველა საერთაშორისო მოხსენებაში ხვდება – ხოლო განმეორების შემთხვევაში, სისტემატურობაა ყველაფრის გარეშე” – თქვა ყოფილმა პროკურორმა.
საქმიდან წამების კვალიფიკაციის გაქრობით, იურისტის თქმით, “სახელმწიფო ბრალდება სიგნალს უგზავნის მწამებლებს და ახალისებს ძალადობას”.
“ამ პოლიციელებმა ყველა დანაშაულის ჩადენისას, ზუსტად იციან, რომ არ დაისჯებიან. ამ კომპრომატებს საკუთარ თავზე იმიტომ ქმნიან, რომ აქვთ დაუსჯელობის განცდა. სისტემა დემონსტრირებს, რომ მას არ ეშინია. კეთილი ინებოს პროკურატურამ და გვითხრას, ამ კადრებზე [წამება პოლიციაში] თუა დაწყებული გამოძიება. გვითხრან, რა კადრებია ეს, ვინ გადაიღო! რატომ ცემს და რატომ იღებს მას კამერით” – ამბობს ის.
ამასთან თბილისის ყოფილი პროკურორი სახალხო დამცველს მის უფლება-მოსილებას ახსენებს და ამბობს, რომ ომბუდსმენი ახლა მოვლენების ეპიცენტრში უნდა იყოს.
მაია თქმით, ომბუდსმენმა “კვალიფიკაციით მანიპულაციაზე პრინციპული პოზიცია უნდა დააფიქსიროს”. “ერთია წამებების კვალიფიკაცია, შემდეგ ეს ყველაფერი იკვრება სისტემურობ დანაშაულებებში”– ხსნის მწარიაშვილი.
წამების შეტყობინებასთან დაკავშირებით, საგანგებო წესები მოქმედებს, საერთაშორისო სტანდარტით მათ შორის ჩვენ გვაქვს ვალდებულება წამების კონვენციიდან გამომდინარე…
ასეთ დროს მაშინვე რეაგირება უნდა გააკეთოს სახალხო დამცველმა. ადამიანი, [პატიმარ გიორგი კვიცარაძის დედა] ყვება, რომ არსებობს წამების კადრები და ჩემს შვილს აქვს ისინი. ეს კონკრეტული პატიმარი ყველაზე მოწყვლადია. სახალხო დამცველი ახლა ეპიცენტრში უნდა იყოს – მას აქვს აქვს ეს ვალდებულები”- აცხადებს მწარიაშვილი.
“შაბათის ეთერის მიერ მოპოვებული” ვიდეო-კადრებით დგინდება, რომ მოქალაქეთა წამების კადრებს პოლიციელები თავად იღებდნენ და საერთო ჩათში აგზავნიდნენ – TV პირველის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ამ ეტაპზე 5 ვოდეო-მასალაშის მოპოვება შეძლეს, სადაც პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები ჩანს – სახეზეა მინიმუმ სამი დაზარალებული.
ერთ-ერთი ვიდეომასალაში ცხადად ჩანს იძულება – უარის შემდეგ ახალგაზრდა კაცს, თავს კედელზე არტყმევინებენ.
პოლიციაში დაკითხვაზე მიყვანილი ახალგაზრდების წამების ზოგიერთ კადრში შესაძლებელია, სავარაუდო მოძალადე პოლიციელების გარჩევა, ისმის მათი ხმები და ჩანს ნაწილის სახეც.
პოლიციელთა მხრიდან სასტიკი დანაშაულის ჩადენის მტკიცებულება “შაბათის ეთერს” ერთ-ერთი პატიმრის, გიორგი კვიცარაძის ოჯახმა მიაწოდა. დედის თქმით, კვიცარიძემ პოლიციელების შიდა მიმოწერების ჩატში შეღწევა შეძლო და სისტემის მამხილებელი კადრები, რომელსაც პოლიცილები ერთმანეთს უგზავნიდნენ გადმოწერა.
ოჯახი ამბობს, რომ 32 წლის კაცი, რომელმაც ეს ჩატი გატეხა და ფაილები გადმოწერა, ნარკოტიკების რეალიზების მუხლით დააკავეს. [დედა შვილის დაკავებას მამხილებელი ვიდეო-მტკიცებულებების გაჟონვას უკავშირებს].




