ყოველ ჩვენგანს ჰქონია ისეთი შემთხვევა, როცა ახალი ხარჯი სრულიად მოულოდნელად გამოჩენილა. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ზედმიწევნით და ფრთხილად ვგეგმავთ ბიუჯეტს, ხელფასიდან ხელფასამდე პერიოდში გაუთვალისწინებელი ხარჯი მაინც იჩენს ხოლმე თავს. ასეთი ხარჯი შეიძლება იყოს გადაუდებელი სამედიცინო საჭიროება, დაშვებული საბურავი ან საყოფაცხოვრებო ტექნიკის დაზიანება.
იმ დროს, როცა ხარჯის დაფარვა დაუყოვნებლივ გჭირდება, ხელფასამდე კი ჯერ კიდევ რამდენიმე დღე ან კვირაა დარჩენილი, საჭირო თანხის დროულად მოძიება მთავარი ამოცანა ხდება. დაყოვნება მსგავს სიტუაციებში ხშირად დამატებით ხარჯებს ნიშნავს და არა ეკონომიას. ასეთ სიტუაციებში საჭირო თანხის სწრაფად მიღების ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა ონლაინ სესხია.
კრედო ბანკის ონლაინ სესხი გათვლილია იმისათვის, რომ მომხმარებელს მაქსიმალურად მოქნილი და მარტივი წვდომა მისცეს საჭირო ფინანსურ რესურსებზე. თუ გჭირდება, თანხას სახლიდან გაუსვლელად, სრულად დისტანციურად მიიღებ თუნდაც შაბათს, ღამის 2 საათზე.
როგორ მუშაობს კრედო ბანკის სესხი ციფრულად?
კრედო ბანკის სესხი ციფრულად ფინანსური სირთულეების მოსაგვარებლად ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული ინსტრუმენტია. ამ ტიპის სესხს ადამიანები, როგორც წესი, მოულოდნელი ხარჯების მაქსიმალურად მოკლე დროში დასაფარად იყენებენ.
წარმოიდგინე, რომ ავტომობილი დაგიზიანდა ან სარეცხი მანქანა გაგიფუჭდა, არადა ხელფასამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი – უდიდესი ნაწილი უკვე დახარჯული გაქვს, ახალი ხარჯი კი ბიუჯეტში გათვალისწინებული არ გქონდა. აი ზუსტად მსგავს შემთხვევებში, როცა ხელფასამდე სასწრაფოდ გჭირდება თანხა, კრედო ბანკის სესხი ციფრულად დაგეხმარება. შენ უბრალოდ შეავსებ ონლაინ განაცხადს და სესხი დაგიმტკიცდება, თანხას საშუალოდ 30 წუთში მიიღებ.
კრედო ბანკის სერვისების გამოყენების ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ სისწრაფესთან ერთად სრულად გამჭვირვალეა. მომხმარებელს არ უწევს პირობების არაერთხელ გადაკითხვა ან დამატებითი დეტალების დაზუსტება ან ბანკის წარმომადგენელთან დამატებითი კონსულტაცია დეტალებში გასარკვევად. ყველაფერი მაქსიმალურად მარტივადაა ახსნილი.
რატომ უნდა აიღო სესხი ციფრულად თუ ხელფასამდე ფული გჭირდება?
დისტანციური საბანკო სერვისების მთავარი უპირატესობა სიმარტივეა. განაცხადის შევსება ფიზიკურ ფილიალში ვიზიტსა და რიგში დგომას არ მოითხოვს. არ დაგჭირდება რთული პროცედურების გავლა და დამატებითი დოკუმენტაციის შეგროვება.
სესხი ციფრულად კრედო ბანკის ერთ-ერთი ყველაზე უნივერსალური პროდუქტია. შექმნილია იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოერგოს კონკრეტული მომხმარებლის ინდივიდუალურ საჭიროებებს. სესხის თანხა 500-დან 30 000 ლარამდე მერყეობს, ხოლო დაფარვის ვადა 4-დან 48 თვემდე პერიოდს მოიცავს.
განაცხადის შევსებისა და თანხის დამტკიცების პროცესი სრულიად გამჭვირვალეა – ხელშეკრულების პირობები, გადახდის გრაფიკი და დასაფარი თანხა ეკრანზე წინასწარ, დეტალურად ჩანს. ყველა მსესხებელმა იცის ზუსტად რა თანხას მიიღებს ხელზე, რა იქნება თვიური შენატანი და რამდენ ხანში დაფარავს სესხს.
რამდენ ხანში მივიღებ სწრაფ სესხს ციფრულად?
მომხმარებლები ხშირად კითხულობენ, შესაძლებელია თუ არა ონლაინ სესხის 5 წუთში აღება. თანამედროვე ტექნოლოგიებმა პროცესი მართლაც მაქსიმალურად დააჩქარა. თუმცა სესხის სრულად მიღება 5 წუთში, როგორც წესი, არ მოიცავს განაცხადის განხილვისა და დამტკიცების ყველა ეტაპს. განაცხადის განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებას საშუალოდ 30 წუთამდე შეიძლება დასჭირდეს. ეს დრო მომხმარებლის დასაცავად და მონაცემების უსაფრთხო დამუშავებისთვისაა საჭირო.
აი განაცხადის შევსებას კი ნამდვილად საშუალოდ 5 წუთზე მეტი არ სჭირდება. იმისთვის, რომ მიიღო სესხი ციფრულად, რამდენიმე მარტივი ეტაპის გავლა დაგჭირდება:
- შედი Mycredo მობაილ ბანკში
- პროდუქტების კატალოგში აირჩიე სესხი ციფრულად და შეავსე მოკლე განაცხადი.
- დააჭირე ღილაკს-განაცხადის გაგზავნა.
მსესხებლის მხრიდან მხოლოდ ესაა საჭირო. მას შემდეგ, რაც განაცხადს გააგზავნი:
- სისტემა განაცხადს დაამუშავებს და პასუხს მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) სახით გამოგიგზავნის.
- დადებითი პასუხის შემთხვევაში, ხელშეკრულებას დასადასტურებლად მიიღებ. ამ ეტაპის შემდეგ კი თანხა მალევე ჩაირიცხება შენს საბანკო ანგარიშზე.
ვისთვის არის ხელმისაწვდომი კრედო ბანკის სესხი ციფრულად?
ბევრი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც დღეს სწრაფ ონლაინ სესხს სთავაზობს მომხმარებელს, უმეტესწილად ითხოვს ოფიციალურად დარიცხულ ხელფასს. კრედო ბანკის მიდგომა უფრო მოქნილია და ითვალისწინებს, რომ თანამედროვე დასაქმების ბაზარი მრავალფეროვანია. ფრაზა ,,სესხი ნებისმიერი ტიპის შემოსავლის საფუძველზე” რეალურად იმ მოთხოვნას აღწერს, რომელიც არასტანდარტული ტიპის შემოსავლის მქონე პირებს უჩნდებათ.
კრედო ბანკის სესხი ციფრულად განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის შემოსავლის მქონე პირებისთვის, მათ შორის თვითდასაქმებულებისთვის, მაგალითად, ტაქსის მძღოლებისთვის, ხელოსნებისთვის, სტილისტებისთვის და სხვა. შემოსავლის შეფასებისას შესაძლოა გათვალისწინებული იყოს სხვადასხვა წყარო, მათ შორის ფულადი გზავნილები უცხოეთიდან, ტურისტული საქმიანობიდან, აგრო ან მცირე ბიზნესიდან მიღებული შემოსავალი.
ციფრული სესხი შეიძლება ეფექტური ფინანსური ინსტრუმენტი იყოს, როცა დამატებითი თანხა სწრაფად გჭირდება. თუ სესხის პირობებს შენს ბიუჯეტს მოარგებ და გადახდის გრაფიკს დაიცავ, შეძლებ ფინანსური საჭიროებების მართვას და, ამასთანავე, დადებითი საკრედიტო ისტორიის ჩამოყალიბებას. კარგი საკრედიტო ისტორია კი მომავალში სხვადასხვა ფინანსური პროდუქტის შეფასებისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.




