როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია?
ფოტო: Michael Wong et al. (2026, AGU Advances; HST and Juno MWR)
16
წაკითხვა
ახალი დაკვირვებებით გამოვლინდა, რომ იუპიტერზე მეხი 100-ჯერ უფრო ძლიერად ეცემა, ვიდრე დედამიწაზე.
იუპიტერზე ქარიშხლები ხშირია. ეს იმას ნიშნავს, რომ მეხის წყაროს განსაზღვრა რთულია. 2021 და 2022 წლებში ჩრდილოეთის ეკვატორულ სარტყელში ქარიშხლები შედარებით დაწყნარდა, ამიტომ მკვლევრებმა ტელესკოპები (მათ შორის, ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპიც) ამ რეგიონისკენ მიმართეს. სხვათა შორის, ამ არეალს NASA-ს ზონდი, Juno იკვლევს, რომელიც 2016 წლიდან მოყოლებული იუპიტერის ატმოსფეროს შეისწავლის.
Juno პირდაპირ ელვას ვერ ხედავს, თუმცა ელექტრული განმუხტვის შედეგად გამოყოფილ მიკროტალღურ იმპულსებს ზომავს. იმის გამო, რომ ქარიშხლის ადგილმდებარეობა ცნობილია, იუპიტერის მეხის სიძლიერის დედამიწასთან შედარება გახდა შესაძლებელი. ზოგადად, ელვის წარმოქმნაზე დაკვირვებით ატმოსფეროს თავისებურებების შესახებ ბევრი რამის გაგება შეიძლება.
მკვლევრები განმარტავენ, რომ იუპიტერზე წარმოქმნილი ელვით კონვექციის შესახებ ბევრი შეგვიძლია შევიტყოთ. საქმე ისაა, რომ კონვექცია ჩვენს პლანეტასა და იუპიტერზე ოდნავ განსხვავებულად ხდება. ამის მიზეზი ისაა, რომ იუპიტერის ატმოსფეროში წყალბადი დომინირებს, ამიტომ ნოტიო ჰაერი უფრო მძიმეა და შესაბამისად მისი მაღლა ატანა უფრო რთულია.
მეცნიერები ასევე აღნიშნავენ, რომ თავიანთი გამოთვლილი მნიშვნელობები შეიძლება არ იყოს ზუსტი: დედამიწაზე ელვა რადიოტალღების განსხვავებული სიგრძეებით იზომება. ეს ნიშნავს, რომ იუპიტერის მეხი შეიძლება 500-ჯერ ან 10000-ჯერ უფრო ძლიერიც კი იყოს.
ეს იუპიტერის ქარიშხლის ღრუბლებს შორის უფრო მაღალ ძაბვაზე მიგვანიშნებს. ისიც შესაძლებელია, რომ მოცემულობას იუპიტერსა და დედამიწას შორის ღრუბლების ან მთლიანი ატმოსფეროს ქიმიურ შედგენილობაში სხვაობაც განაპირობებდეს.
ნაშრომი გამოცემაში AGU Advances გამოქვეყნდა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
ამ ფრინველებს სიგარეტის ნამწვები ბუდეში მიაქვთ — მეცნიერებმა შეისწავლეს, რატომ აკეთებენ ამას17762 ნახვა
გამოქვაბულებში ჩხრიალა გველის ულამაზესი სახეობა აღმოაჩინეს5573 ნახვა
რაშია ბედნიერების საიდუმლო — რა გვასწავლა 88-წლიანმა კვლევამ3893 ნახვა
აღმოაჩინეს პატარა დინოზავრი, რომელსაც მულტფილმის პერსონაჟის სახელი დაარქვეს3809 ნახვა
რა არის C ვიტამინი და როდის გვჭირდება ის1426 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
მეცნიერება
ნახეთ: მელანია ტრამპი თეთრ სახლში ჰუმანოიდ რობოტთან ერთად გამოჩნდა
ნახეთ: მელანია ტრამპი თეთრ სახლში ჰუმანოიდ რობოტთან ერთად გამოჩნდა
გადახედვა
კოსმოსი
მთვარის ბაზა და პირველი პლანეტათაშორისი ბირთვული ხომალდი — NASA-ს ახალი გეგმები აქვს
მთვარის ბაზა და პირველი პლანეტათაშორისი ბირთვული ხომალდი — NASA-ს ახალი გეგმები აქვს
გადახედვა
მეცნიერება
რას გვიჩვენებს 60 000 წლის წინანდელი გეომეტრიული ნიმუშები — როგორ იბადებოდა გეომეტრია
რას გვიჩვენებს 60 000 წლის წინანდელი გეომეტრიული ნიმუშები — როგორ იბადებოდა გეომეტრია
გადახედვა
ფიზიკა
ისტორიაში პირველად, CERN-ის მეცნიერებმა ანტიმატერიის ტრანსპორტირება შეძლეს
ისტორიაში პირველად, CERN-ის მეცნიერებმა ანტიმატერიის ტრანსპორტირება შეძლეს
გადახედვა
კოსმოსი
დაასახელეს 45 პლანეტა, რომლებზეც შეიძლება სიცოცხლე იყოს
დაასახელეს 45 პლანეტა, რომლებზეც შეიძლება სიცოცხლე იყოს
გადახედვა
მეცნიერება
რა არის უცნაური სტრუქტურა მარსზე, რომელიც ძველეგვიპტურ პირამიდას ჰგავს
რა არის უცნაური სტრუქტურა მარსზე, რომელიც ძველეგვიპტურ პირამიდას ჰგავს
გადახედვა
ადამიანი
ადამიანის ემოციები შეგვიძლია მისი სიარულის მანერით ამოვიცნოთ — როგორ
ადამიანის ემოციები შეგვიძლია მისი სიარულის მანერით ამოვიცნოთ — როგორ
გადახედვა
მეცნიერება
როგორი ზეგავლენა ექნება მარსის გრავიტაციას ასტრონავტებზე — კვლევა
როგორი ზეგავლენა ექნება მარსის გრავიტაციას ასტრონავტებზე — კვლევა
გადახედვა
მეცნიერება
ჰიუსტონში ერთ-ერთ სახლს, სავარაუდოდ, მეტეორიტი დაეცა
ჰიუსტონში ერთ-ერთ სახლს, სავარაუდოდ, მეტეორიტი დაეცა
გადახედვა
მეცნიერება
გადაშენებიდან 40 წლის შემდეგ — კონსერვაციონისტებმა უგანდაში მარტორქა დააბრუნეს
გადაშენებიდან 40 წლის შემდეგ — კონსერვაციონისტებმა უგანდაში მარტორქა დააბრუნეს