როგორ განაწილდა ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიაზე საშვები – რას ამბობს ზვიადაძე?

7
როგორ განაწილდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიაზე საშვები – შესაბამისი კითხვით მედიამ პროტოპრესვიტერ, მამა გიორგი ზვიადაძეს მიმართა.
„პრემიერ-მინისტრმა ბატონმა ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხალხი უნდა იყოს აუცილებლად ტაძარში და რამდენადაც შესაძლებელია, ძალიან დიდი რაოდენობა, რამდენიც შესაძლებელია, რომ სამების საკათედრო ტაძარში მოთავსდესო. ვის უნდა მიეცეს ეს საშვი და ვის არა, ასეთი რამ იქ არ განსაზღვრულა. ზუსტად არ ვიცი კონკრეტულად, ვინ ანაწილებდა ამ საშვებს, მაგრამ არანაირი მითითება ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა. მეუფე შიოს პოზიციაც ასეთი იყო, რომ ხალხი უნდა იყოს ტაძარში, რადგან პატრიარქის პიროვნება დაკავშირებულია მთელ საზოგადოებასთან, ხალხთან. ჩემზე ძალიან იმოქმედა იმან, რომ ერთმნიშვნელოვანი იყო, როგორც პრემიერის პოზიცია, ასევე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის. არანაირი მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ საშვი ამას უნდა მიეცეს და ამას არა, არ ყოფილა. გარკვეული მოვალეობა მქონდა ჩემი უწმინდესის წინაშე, უაღრესად დაკავებული ვიყავი და არ დავინტერესებულვარ იმით, ვინ ანაწილებდა საშვებს”, – განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)