ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

როგორ გამოიყურება ლევანდოვსკი 25 წლის ადამიანივით 36 წლის ასაკში - ფეხბურთელის მეუღლე განმარტავს

როგორ გამოიყურება ლევანდოვსკი 25 წლის ადამიანივით 36 წლის ასაკში - ფეხბურთელის მეუღლე განმარტავს

"ბარსელონას" ვარსკვლავის რობერტ ლევანდოვსკის მეუღლე ანა ლევანდოვსკამ ესპანურ მედიას ინტერვიუ მისცა, სადაც იმის შესახებ შეეკითხნენ, თუ რა არის მისი მეუღლის საიდუმლო.
მოგეხსენებათ, პოლონელმა წლევანდელი სეზონი ძალიან კარგად დაიწყო და ლა ლიგის 7 ტურში ამდენივე გოლიც შეაგდო და ტრავმიანობითაც ძალიან ნაკლებად ზიანდება.
თავად ფეხბურთელის მეუღლე ნუტრიციოლოგია. მან განაცხადა, რომ რობერტი მუდმივად ჯანმრთელი ცხოვრების წესს მისდევს, სწორად იკვებება და ესაა ზუსტად იმის საიდუმლო, რატომ გამოიყურება 36 წლის ასაკში 25 წლის ადამიანივით.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.