ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

როგორ გადანაწილდა საპარლამენტო მანდატები ცესკოს შემაჯამებელი ოქმის მიხედვით

როგორ გადანაწილდა საპარლამენტო მანდატები ცესკოს შემაჯამებელი ოქმის მიხედვით

ცესკო-ს დღევანდელ სხდომაზე 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი და მონაცემები წარადგინეს.
ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმი სხდომაზე კომისიის მდივანმა, გიორგი ჯავახიშვილმა წარადგინა.
„წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს და მის მონაცემებს. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 3 508 294. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა იყო 2 111 834. ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა იყო 34 974. ერთ-ერთი უბანი მარნეულის ოლქში, 69-ე უბანი, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა იყო 1 643, კანონმდებლობის შესაბამისად, იქ იყო გაბათილებული შედეგები. ახლა წარმოგიდგენთ სუბიექტებს და სუბიექტების მიხედვით, მანდატების განაწილებასთან დაკავშირებით ინფორმაციას. „კოალიცია ცვლილებებისთვის“ – გვარამია, მელია, „გირჩი“, „დროა“ – 229 161 ხმა მიიღო და 11.03%, მანდატების რაოდენობაა 19; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 211 216 ხმა, 10.17%, მანდატების რაოდენობა 16; „ძლიერი საქართველო ლელო ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 182 922 ხმა, 8.81%, მანდატების რაოდენობა 14; „გახარია საქართველოსთვის“ – 161 521 ხმა, 7.78%, მანდატების რაოდენობა 12; „ქართული ოცნება“ – 1 120 053 ხმა, 53.93%, მანდატების რაოდენობა 89“, – განაცხადა ჯავახიშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.