როგორ აგვარიდა გომელაურმა 2 რევოლუციას? – “მშვიდად ვართ” – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო ის რთული პროცესები, რაც გამოვიარეთ ამ ოთხი წლის განმავლობაში – რევოლუციის ორი მცდელობა, ქვეყნის ომში ჩათრევის მცდელობა, არეულობის შემოტანის მცდელობა და ამ პრობლემების დაძლევაში გადამწყვეტი როლი შეასრულა შინაგან საქმეთა სამინისტროს და კონკრეტულად მინისტრის სწორმა, რაციონალურმა და პროფესიონალურმა მოქმედებამ. ჩვენ ეს ვიხილეთ გასული დღეების, გასული თვეების განმავლობაშიც. იყო სირთულეები, მათ შორის ჩვენი ხელისუფლების პირობებშიც. დღეს, როდესაც არის საჭირო გამკლავება კონკრეტულ სირთულეებთან, ჩვენ ვართ მშვიდად, რადგან ვიცით, რომ ყველა საქმე არის საიმედო ხელში და ვახტანგ გომელაური არის საუკეთესო გარანტი იმისა, რომ ერთი მხრივ განუხრელად იქნება დაცული სახელმწიფოს ძლიერება, სახელმწიფოს სიმტკიცე და მეორე მხრივ დაცული იქნება ჩვენი მოქალაქის უფლებები და ინტერესები. მადლობა ვახტანგ გომელაურს ამისათვის“

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – თუ შალვა პაპუაშვილის ბრიუსელში ვიზიტი ჩაივლის ისე, რომ არ ექნება არცერთი შეხვედრა ევროკავშირის ინსტიტუტებში, ნათელი გახდება თუ რაოდენ იზოლაციაშია დღეს მოქცეული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად ჩვენი ქვეყანა