არქივი6 მაისი, 2025, 02:34
,, როგორც წესი, ყველაზე ხანგრძლივი პროცედურულად პირველი კენჭისყრაა” – ცოტა ხანში ,,მეგობარი აქტის” კენჭისყრა დაიწყება

ჟურნალისტი ნანა საჯაია:
,,კონგრესმა 6:30-მდე (თბილისის დროით 2:30) შესვენება გამოაცხადა.
კონგრესი კენჭს უყრის 12-ივე კანონ-პროექტს, რაზეც დღეს დებატები გაიმართა. იგივე თანმინდევრობით.
როგორც წესი, ყველაზე ხანგრძლივი პროცედურულად პირველი კენჭისყრაა. მეტ დროს აძლევენ კანონმდებლებს სხდომათა დარბაზში მოსასვლელად. დანარჩენი კენჭისყრა სწრაფად მიდის და ერთი კენჭისყრა, დაახლოებით, 5-7 წუთს გრძელდება.
უხეში გათვლებით, სადღაც 7:00-7:30-სკენ უნდა მოუწიოს “მეგობარი აქტს”.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.