როგორც ჩანს, ირანს არ აქვს საშუალება ისრაელს ჯეროვანი სამხედრო პასუხი გასცეს, რის გამოც ამ ქვეყანაში ხავერდოვანი რევოლუციაც შეიძლება დაიწყოს

როგორც ჩანს, ირანს არ აქვს საშუალება ისრაელს ჯეროვანი სამხედრო პასუხი გასცეს, რის გამოც ამ ქვეყანაში ხავერდოვანი რევოლუციაც შეიძლება დაიწყოს
„ირანი-ისრაელის სამხედრო დაპირისპირების ამბავი იმდენად ცხელია, რომ პროგნოზის გაკეთება სითამამეა. თუმცა, ამ მომენტისთვის რაც უკვე მკაფიოდ ჩანს, არის ის, რომ ამ ყველაფერს საბაბიც აქვს და შორს მიმავალი გეგმებიც გააჩნია“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, როგორც ჩანს, ირანს არ აქვს საშუალება ისრაელს ჯეროვანი სამხედრო პასუხი გასცეს, რის გამოც ამ ქვეყანაში ხავერდოვანი რევოლუციაც შეიძლება დაიწყოს. „ისრაელისგან ირანზე სამხედრო თავდასხმის საბაბი არის ის, რომ თითქოს ირანი ჯიუტად არ ეთანხმება იმ კონსორციუმში გაერთიანებას, რომელშიც შედის და არაბთა გაერთიანებული საამიროები და რომელთაც ერთობლივად უნდა ემუშავათ ბირთვულ პროგრამაზე.
ანუ, ამ კონსორციუმში შემავალ ქვეყნებს ბირთვულ პროგრამაზე დამოუკიდებლად მუშაობის საშუალება არ ეძლეოდათ, რასაც ირანი ჯიუტად აგრძელებდა. დღეს დავინახეთ, რომ თავი გამოყო ირანის უკანასკნელი შაჰის შვილმა, პოლიტიკური განცხადება გააკეთა და ირანელ ხალხს აუწყა, რომ ის მზად არის, ამ ქვეყნისა და ერისათვის რთულ პერიოდში, ხელისუფლებას სათავეში ჩაუდგეს და ირანელი ერი გამოიყვანოს იმ ჩიხიდან, რაშიც ათობით წელია იმყოფება, უმკაცრესი სანქციების ქვეშ. როგორც ჩანს, ირანის შეიარაღებულ ძალებს არ აქვთ ის არსენალი, რითაც ისრაელისთვის ჯეროვანი სამხედრო პასუხის გაცემას შეძლებდნენ. ხოლო, ის ფაქტი, რომ დღეს ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა ირანის ქუჩებში და თავისი ხელისუფლებისგან ითხოვს, ისრაელს ადეკვატური პასუხი გასცეს, ქვეყანაში ხავერდოვანი რევოლუციის შესაძლებლობასაც აჩენს, რასაც ირანის უკანასკნელი შაჰის ვაჟის გამოჩენაც დაემთხვა. ამ შემთხვევაში კი ირანში არსებული სისტემა თავდაყირა დადგება“, – აღნიშნა დავით ქართველიშვილმა

ასევე დაგაინტერესებთ

სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია

გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირ-სომხეთის სამიტზე: ევროკავშირისთვის და ბევრი სხვა ქვეყნისთვის საქართველო არის შუა დერეფანში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტორი იქნება გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, ამ თემაზე იქნება მსჯელობა