ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„როგორც პოლიტიკაში ერკვევა, ისე ერკვევა სპორტშიც თბილისის დინამოს მფლობელი“ - კობახიძე რომან ფიფიაზე

„ცოტა ხნის წინ, ამ ადამიანებს, ვინც დღეს თბილისის დინამოს ხელმძღვანელობაშია, უნდოდათ დინამოს ბაზის ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობა. ეს ზუსტად იმ პოლიტიკის გამოვლინებაა, რაც ქონდა წინა ხელისუფლებას. ამას რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ.
თვითონ დამოკიდებულება ამ ყველაფრიდან ჩანს. ეს ადამიანები თბილისის დინამოს სახელით ავრცელებენ პოლიტიკურ განცხადებებს. რამდენიმე დღის წინაც, თბისის დინამოს სახელით, რა შუაშია თბილისის დინამო, გაავრცელეს პოლიტიკური განცხადება და გააპროტესტეს გამჭვირვალობის შესახებ კანონი. როგორც ჩანს, როგორც პოლიტიკაში ერკვევა, ისე ერკვევა სპორტშიც თბილისის დინამოს მფლობელი,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.