როგორც იქნა, ყველამ თავისი ადგილი ნახა, ზურაბიშვილმა მარშს მიმართა, მანდარინებში შევიდა ხაზარაძე – გურამ მაჭარაშვილი

როგორც იქნა, ყველამ თავისი ადგილი ნახა, ზურაბიშვილმა მარშს მიმართა, მანდარინებში შევიდა ხაზარაძე,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალა” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
“ხაბეიშვილი ჰოლივუდური ღიმილით არის დაკავებული და ესეც კარგია, გახარია ალბათ უკვე ისეთ ამბებს ყვება, დაუჯერებელს, რომ ბარონ მიუნჰაუზენის ფუნქციებს შეითვისებს. ეს არის ძალიან კარგი, მიხედოს ამ ხალხმა ამ ფუნქციებს, რასაც აკეთებენ და პოლიტიკას და მით უმეტეს ოპოზიციაში პოლიტიკოსობას დაანებონ თავი,” – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
“ჩვენი ხმა ევროკავშირს” – ამ სახელწოდებით მარში მიმდინარეობს დედაქალაქში. მოქალაქეები ერთი საათის წინ რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და ევროპის მოედნის მიმართულებით გადაინაცვლეს. ორგანიზატორები არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციის წევრები არიან. მარშს შეუერთდება სალომე ზურაბიშვილიც.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული