როგორც იქნა, საპარლამენტო ტრიბუნასთან ჩვენ ვიხილეთ პრეზიდენტი, რომელიც საუბრობდა ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და არ იყო დაწერილი სიტყვა, რომელიც ექვემდებარებოდა გარე დაკვეთებს

როგორც იქნა, საპარლამენტო ტრიბუნასთან ჩვენ ვიხილეთ პრეზიდენტი, რომელიც საუბრობდა ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და არ იყო დაწერილი სიტყვა, რომელიც ექვემდებარებოდა გარე დაკვეთებს
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის სიტყვით გამოსვლას მედიასთან ეხმიანება.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ მიხეილ ყაველაშვილის სიტყვა არა უცხოელი დამკვეთების, არამედ ქართული საზოგადოების ინტერესებს ექვემდებარებოდა. მისი თქმით, პრეზიდენტმა ისაუბრა დემოკრატიულ საფრთხეებზე, რაც ეროვნული უსაფრთხოების საკითხს წარმოადგენს. დიმიტრი ხუნდაძის თქმით, პრეზიდენტმა გამოსვლა მთავარი გზავნილებით დაიწყო – მშვიდობა და ქვეყნის სტაბილური განვითარება.
“როგორც იქნა საპარლამენტო ტრიბუნასთან ვიხილეთ პრეზიდენტი, რომელიც ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე საუბრობდა და არ ჰქონდა დაწერილი სიტყვა, რომელიც გარე დაკვეთებს ექვემდებარებოდა. უმთავრესი იყო ის, რაც მან თავშივე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მშვიდობა, ქვეყნის სტაბილური განვითარება. მან ისაუბრა მრავალ სექტორულ მიმართულებაზე და რაც ყურში მომხვდა და აქამდე არ თქმულა, ისაუბრა დემოკრატიულ საფრთხეებზე, რაც მნიშვნელოვანია და ეროვნული უსაფრთხოების საკითხს წარმოადგენს. როდესაც პრეზიდენტი ამაზე აკეთებს აქცენტს, რა თქმა უნდა, მისი მნიშვნელობა მეტად მოიმატებს და ეფექტურ გადაწყვეტილებებზეც ადეკვატურად იმოქმედებს,“- აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც