„როგორც დაგპირდით, წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა 1-ელი თებერვლიდან აღდგება" - კახა კალაძე
თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, რომ წერეთლის გამზირზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება.
„დღეს 31 იანვარია, ჩვენ დედაქალაქის მოსახლეობას დავპირდით, რომ 1-ელი თებერვლიდან წერეთლის გამზირზე საგზაო ნაწილში სამუშაოები დასრულდებოდა და ორმხრივად მოძრაობა იქნებოდა შესაძლებელი. ახლაც მიმდინარეობს სამუშაოები, რომლის შედეგად, საღამომდე სამუშაოები მთლიანად დასრულდება. ხვალიდან, 1-ელი თებერვლიდან, როგორც დაგპირდით, წერეთლის გამზირზე მოძრაობა ორმხრივად აღდგება და გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი. კიდევ ერთი განახლებული გამზირი შეემატება ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ყველას უნდა უხაროდეს, რომ ასეთი პროექტები ხორციელდება ჩვენს ქალაქში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.