ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩეხეთთან მატჩში?

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩეხეთთან მატჩში?

ერთა ლიგის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთს 4:1 სძლია. ანალიტიკურმა საიტებმა ჩვენი გუნდის ფეხბურთელების თამაში შეაფასეს:
Whoscored: მამარდაშვილი 7.0, კაკაბაძე 6.7, კაშია 6.4, გველესიანი 6.4, დვალი 7.2, ლოჩოშვილი 7.2, ქოჩორაშვილი 7.6, კიტეიშვილი 7.3, ჩაკვეტაძე 8.5, კვარაცხელია 8.8, მიქაუტაძე 7.9, გოჩოლეიშვილი 6.2, ნონიკაშვილი 5.9, დავითაშვილი 6.2,ზივზივაძე 5.9, გოგლიჩიძე 6.0.
Sofascore: მამარდაშვილი 7.0, კაკაბაძე 6.5, კაშია 6.4, გველესიანი 6.4, დვალი 7.0, ლოჩოშვილი 7.0, ქოჩორაშვილი 7.5, კიტეიშვილი 6.9 , ჩაკვეტაძე 8.5, კვარაცხელია 8.8, მიქაუტაძე 7.5, გოჩოლეიშვილი 6.5, ნონიკაშვილი 6.4, დავითაშვილი 7.0, ზივზივაძე 6.5,
გოგლიჩიძე შეფასების გარეშე.
Flashscore: მამარდაშვილი 7.2, კაკაბაძე 6.7, კაშია 6.6, გველესიანი 6.6, დვალი 7.0, ლოჩოშვილი 7.0, ქოჩორაშვილი 7.5, კიტეიშვილი 7.5 , ჩაკვეტაძე 8.6, კვარაცხელია 8.1, მიქაუტაძე 7.6, გოჩოლეიშვილი 6.6, ნონიკაშვილი 6.3, დავითაშვილი 6.9, ზივზივაძე 6.0, გოგლიჩიძე შეფასების გარეშე.
უკვე ძლიერი გუნდების მკაცრი პრესინგიდანაც ვსწავლობთ ნელ ნელა უშიშრად და შედეგიანად ამოსვლას, კიტეს სიდიადე გუნდისთვის აქ ჩანს ყველაზე მეტად. კი შეიძლება ხშირად კრემონეზეს ზამენაზეა მაგრამ ამ ეტაპზე საჭიროზე საჭირო კაცია ყველანაირად ლოჩოშვილი მარცხენა ლატერალად ესეც სანიოლის მიგნება და პლიუსი. საერთოდ ყველა კარგი იყო. გავრისკავ და ვიტყვი ქოჩორა-ჩაკვე-კიტეს ცენტრალურმა ხაზმა გარდატეხა და გახადა საქართველო ასეთი ძლიერი,
მაგრამ დღეს დავრწმუნდი საბოლოოდ რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში კიტეიშვილზე უფრო "გარდამტეხის შემტანი" ფეხბურთელი არ გვყოლია არავინ. ჩაკვე, კვარა, მამარდა, ქინქლაძე, არველაძე. უფრო ძლიერი ფეხბურთელები არიან შეიძლება მაგრამ კიტეს დამატება რო ცვლის ნაკრებს ეგრე სხვა ვერცერთის. მაქსიმუმ ქეცბაზე შეიძლება თქვა მარა ისიც გუნდის თამაშს არ ცვლიდა იმდენად უფრო თვითონ აწვებოდა რქებით. და რაც მთავარია ესეთ ათლეტურ ჩეხეთთან ფიზიკურად არათუ დავიჩაგრეთ არამედ ვაჯობეთ ეს ბევრ დადებითზე მეტყველებს ასეთი ლეველის ნაკრებებს ბევრს დავდებთ ბეჭებზე ამ შემადგენლობა/ტაქტიკით.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.