არქივი30 მარტი, 2025, 00:20
როგორი შეფასებები მიიღეს დავითაშვილმა და კვარაცხელიამ?

ლიგა 1-ის 27-ე ტურში პსჟ-მა გასვლაზე „სენტ-ეტიენი“ 6:1 გაანადგურა. მასპინძელთა ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა საგოლე გადაცემა გააკეთა, სტუმართა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ კი გოლი გაიტანა. პირველი 63-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მეორე 64-ეზე. ქართველი ფეხბურთელების თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს.
Whoscored: დავითაშვილი 6.6, კვარაცხელია 7.7.
Sofascore: დავითაშვილი 6.9, კვარაცხელია 7.5.
Flashscore: დავითაშვილი 7.1, კვარაცხელია 8.3.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.