არქივი3 მარტი, 2024, 22:08
როგორი შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "იუვენტუსთან" მატჩში?
სერია A-ს 27-ე ტურის ცენტრალურ მატჩში "ნაპოლიმ" "იუვენტუსს" უმასპინძლა და მეტოქე 2:1 დაამარცხა.
"პარტენოპეის" ქართველმა გარებარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეხვედრაში ანგარიში 43-ე წუთზე ულამაზესი გოლით გახსნა. "კვარამ" მოედანზე 90+3 წუთი გაატარა.
"ნაპოლის" შემტევის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Flashscore 7.7 ქულა, Sofascore 8.0 ქულა , Whoscored 8.0 ქულა.
"ნაპოლი" 43 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 8 მარტს "ტორინოს" უმასპინძლებს.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.