არქივი26 მაისი, 2024, 00:23
როგორი იქნება "ლეჩესთან" "ნაპოლის" სასტარტო შემადგენლობა?
სერია A-ს ბოლო, 38-ე ტურში "ნაპოლი" "ლეჩეს" უმასპინძლებს. ეს ნეაპოლურ გუნდში მწვრთნელის ფრანჩესკო კალცონას უკანასკნელი მატჩია და არაა გამორიცხული, ბოლოჯერ ითამაშოს "პარტენოპეის" რიგებში კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ.
calcionapoli24-მა "ნაპოლის" სავარაუდო ძირითადი შემადგენლობა დაასახელა: მერეტი, დი ლორენცო, ოსტიგარდი, ჟუან ჟეზუსი, ოლივეირა, ანგისა, ლობოტკა, კაიუსტე, პოლიტანო, კვარაცხელია, რასპადორი.
შეხვედრა "დიეგო მარადონაზე" თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.