ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

როგორი ამინდი იქნება 27-29 აპრილს

უახლოეს დღეებში აღმოსავლეთ საქართველოში ნალექიანი ამინდი იქნება. 27 აპრილს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან სეტყვა. ტემპერატურა +9 +31 გრადუსის ფარგლებში. 28 აპრილს დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. 29-ში კი ზოგიერთ რაიონში კვლავ იწვიმებს. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი. ტემპერატურა +32 გრადუსამდე მოიმატებს.
უახლოესი 3 დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის დასავლეთ საქართველოში. ტემპერატურა +10 +29 გრადუსის ფარგლებში იქნება 28 აპრილს მოსალოდნელია დასავლეთის ქარის გაძლიერება 17-22 მ/წმ-მდე.
27-29 აპრილი უმეტესად უნალექოდ ჩაივლის დედაქალაქშიც. თბილისში ტემპერატურა +13 +31 გრადუსის ფარგლებში იქნება.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.