როგორი ამინდი იქნება შაბათს საქართველოში – სინოპტიკოსების პროგნოზი

18 იანვარს, შაბათს საქართველოში ნალექი და ქარია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. უმეტეს რაიონში ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში ზოგან ქარბუქი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში დღისით +3, +8°; მთაში დღისით -1, +4°; მაღალმთაში დღისით -5, 0°.
აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ნალექი, მთაში თოვლის სახით. მაღალმთაში ზოგან ქარბუქი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში დღისით +4, +9°; მთაში დღისით 0, +5°; მაღალმთაში დღისით -6, -1°.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა