ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

როგორი ამინდი იქნება ფინალური მატჩის დღეს თბილისში – პროგნოზი

26 მარტს, ერთა ლიგის ფინალური მატჩის დღეს, რომელშიც ერთმანეთს საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებები დაუპირისპირდებიან, სხვადასხვა პროგნოზის მიხედვით, თბილისში ტემპერატურა დღის განმავლობაში 10°C ს მიაღწევს, მოსალოდნელია ღრუბლიანობა, წვიმა და მსუბუქი ქარი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ფინალში საბერძნეთს შეხვდება. მატჩი 26 მარტს, დინამო არენაზე გაიმართება.
ნახევარფინალში საბერძნეთმა ყაზახეთი 5:0 დაამარცხა. იქამდე, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლუქსემბურგის ნაკრებთან თამაშში 2:0 გაიმარჯვა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.