არქივი21 იანვარი, 2024, 20:38
როგორი ამინდი იქნება საქართველოში 22-23 იანვარს | პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23 იანვრამდე საქართველოს მთიან რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით თოვლი, ზოგან ძლიერი ქარბუქი, ნისლი, გზებზე ლიპყინული.
სააგენტოს თქმით, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.